ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი რუსმა სამართალდამცველებმა იტალიელებს გადასცეს

გამოწერა
რუსმა სამართალდამცველებმა შერემეტევოს აეროპორტში იტალიის კომპეტენტურ ორგანოებს ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფების ორგანიზატორი, საქართველოს მოქალაქე ჯემალ მიქელაძე გადასცეს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. რუსეთის შსს-ს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა იტალიაში ტრანსნაციონალური კრიმინალური ასოციაციის ორგანიზატორის ჯემალ მიქელაძის ექსტრადირება მოახდინეს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის შს სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე ირინა ვოლკზე დაყრდნობით. 

„სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურისა და ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს თანამშრომლების მიერ მოხდა საქართველოს მოქალაქის ჯემალ მიქელაძის ექსტრადირება“, — უთხრა ვოლკმა ჟურნალისტებს. 

Polizei am Hauptbahnhof Köln - Sputnik საქართველო
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

მისი თქმით, მიქელაძე იტალიის კომპეტენტურ ორგანოებს გადაეცათ, რომლებიც მას ეძებდნენ იტალიაში ტრანსნაციონალური კრიმინალური ასოციაციის ორგანიზებისა და მასში ჩართულობის გამო. კრიმინალური ორგანიზაცია დაკავებული იყო ბინების გაქურდვით, მექრთამეობით, დოკუმენტების გაყალბებით, ფულის გათეთრებით და სხვა დანაშაულებებით. 

ძებნილის გადაცემა შერემეტევოს საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მიქელაძე, რომელიც კემეროვოს ოლქის კოლონიაში იხდიდა სასჯელს ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ტარებისათვის, 2016 წლის თებერვალში გათავისუფლდა, თუმცა კვლავ დააკავეს იტალიის ინტერპოლის ბიუროს მოთხოვნით, რადგან იტალიაში მას დაუსწრებლად 15 წელი ჰქონდა მისჯილი. 

ზოგიერთი მონაცემებით, რუსი „კანონიერი ქურდები“ თვლიან. რომ მიქელაძის ხელი ურევია კრიმინალური ავტორიტეტის ასლან უსოიანის (დედ ხასან) მკვლელობაშიც, რომელიც 2013 წელს მოსკოვის ცენტრში ჩაცხრილეს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0