ჩეხეთში ძლიერი სმოგის გამო საგანგებო ვითარება გამოცხადდა

© REUTERS / Kim Kyung-Hoonსმოგი
სმოგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიცია ავტომფლობელებს მგზავრობისგან დროებით თავის შეკავებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას ურჩევს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. მეტეოროლოგებმა პარასკევ დილით პრაღაში ძლიერი სმოგის გამო საგანგებო ვითარება გამოაცხადეს, რასთან დაკავშირებითაც პოლიცია ავტომფლობელებს მგზავრობისგან დროებით თავის შეკავებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას ურჩევს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Hospodarske noviny-ზე დაყრდნობით.

შიდსი - Sputnik საქართველო
ექიმის რჩევები საქართველოს მოსახლეობას — როგორ დავიცვათ თავი დაბინძურებული ჰაერისგან

„სმოგური მდგომარეობა ჰაერში მავნე ნივთიერებების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდასთან დაკავშირებით გამოცხადდა. გამორიცხული არ არის, ქალაქში მდებარე საწარმოებში მუშაობა დროებით შეიზღუდოს, კერძოდ, თბოელექტროსადგურში“, — ნათქვამია განცხადებაში.

ექიმებმა რადიოთი და ტელევიზიით მიმართეს მოსახლეობას და ურჩიეს, ნაკლებად იმოძრაონ ქუჩებში. ეს გაფრთხილება, უპირველესად, ეხება იმ ადამიანებს, ვისაც სასუნთქ გზებთან ან გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ოდნავ მოგვიანებით სმოგური მდგომარეობა თანდათან რესპუბლიკის ყველა რეგიონზე გავრცელდა.

ყველა ახალი ამბავი
0