მეცნიერები „ბნელ ენერგიაზე ნადირობას“ იწყებენ

© FL/ Steve Jurvetsonკომპანია Lockheed Martin
კომპანია Lockheed Martin - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწავლულებმა დაიწყეს მუშაობა ისეთი ოპტიკურ-მექანიკური მოწყობილობის შექმნაზე, რომლის მიზანიც იქნება „ბნელ ენერგიაზე ნადირობა“ — იდუმალ ძალაზე, რომელიც სამყაროს გაფართოებას აიძულებს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. კომპანია Lockheed Martin-მა ტელესკოპ WFIRST-ისთვის ფართოკუთხოვანი ოპტიკურ-მექანიკური მოწყობილობის (WOMA) შექმნა დაიწყო, რომლის მიზანიც იქნება „ბნელ ენერგიაზე ნადირობა“ — იდუმალ ძალაზე, რომელიც სამყაროს გაფართოებას აიძულებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კომპანია Lockheed Martin-ზე დაყრდნობით.

„Lockheed Martin-ი ეხმარება NASA-ს, დაიწყოს „ნადირობა ბნელ ენერგიაზე“… მეცნიერებმა და ინჟინრებმა ტელესკოპ WFIRST-ისთვის ფართოკუთხოვან ოპტიკურ-მექანიკურ მოწყობილობაზე მუშაობა დაიწყეს… WFIRST-ის გაშვება 2020-იანი წლების შუაგულშია დაგეგმილი“, — ნათქვამია განცხადებაში. 

გარდა „ბნელი ენერგიის“ კვლევისა, WOMA ასევე ჩაატარებს მიკროლინზირებას, რათა „ცნობილი ეგზოპლანეტების აღწერა დაასრულოს“. როგორც მოსალოდნელია, აპარატურა ერთი წლის განმავლობაში 200 მილიონზე მეტ ვარსკვლავს ყოველ 15 წუთში ერთხელ გაუწევს მონიტორინგს.

ყველა ახალი ამბავი
0