კვირიკაშვილის სამძიმარი თეირანში მრავალსართულიანი სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით

© REUTERS / Mahmoud Hosseiniმეხანძრეები თეირანში სახლის ჩამონგრევის ადგილას
მეხანძრეები თეირანში სახლის ჩამონგრევის ადგილას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გამო თეირანში ყველაზე ძველი მრავალსართულიანი სახლის ჩამონგრევას დაახლოებით 30 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თეირანში ხანძრის შედეგად მრავალსართულიანი სახლის ჩამონგრევის გამო ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

თეირანში ყველაზე ძველ მრავალსართულიან შენობაში „პლასკო“ ხანძარი ოთხშაბათს, დილით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო დაახლოებით 200 მეხანძრე, რომლებიც ცეცხლს 3,5 საათის განმავლობაში ებრძოდნენ. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 30 ადამიანი, მძიმედ დაშავდა — 70.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ირანელ ხალხს, მთავრობას, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, — აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით უმოკლეს ვადებში გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა.

როუჰანიმ მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და დაშავებულების დახმარებისთვის ყველა ზომის მიღების ბრძანება გასცა. მან ასევე დასძინა, რომ ყველა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანიზაციამ ყველა დაშავებულისთვის კომპენსაცია უნდა გასცეს.

შენობა „პლასკო“ 1962 წელს აშენდა. მასში განთავსებული იყო ტანსაცმლის მაღაზიები.

ყველა ახალი ამბავი
0