მაკკეინი: აშშ რუსეთის მიმართ რეიგანის პრინციპს უნდა დაუბრუნდეს

© REUTERS / Henry Romeroჯონ მაკკეინი
ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სენატორი იმედოვნებს, რომ ტრამპის მრჩევლები შეძლებენ დაარწმუნონ ის, რომ ხისტი პოზიცია დაიკავოს რუსეთის მიმართ.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიმართ ძალის გამოყენებით მშვიდობის დამყარების პრინციპს უნდა დაუბრუნდეს, რომელსაც ამერიკის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მისდევდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ Fox News-ზე დაყრდნობით.

სენატორი ჯონ მაკკეინი - Sputnik საქართველო
მაკკეინი: რუსეთი ახლო აღმოსავლეთში საკვანძო მოთამაშეა

მაკკეინი იმედოვნებს, რომ ტრამპის მრჩევლები, მათ შორის პენტაგონის ხელმძღვანელობის კანდიდატი ჯეიმს მეტისი, შეძლებენ დაარწმუნონ ახალი პრეზიდენტი, რომ რუსეთის მიმართ ხისტი პოზიცია დაიკავოს.

„არ შეიძლება წავახალისოთ ცუდი საქციელი, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ რონალდ რეიგანის პრინციპს: მშვიდობა ძალის გამოყენებით“, — აღნიშნა მაკკეინმა ტელეარხთან ინტერვიუში.

სენატორის განცხადებით, მოსკოვმა ახლო აღმოსავლეთში გადამწყვეტი პოზიციის დაკავება შეძლო, და ეს მაშინ, როდესაც ვაშინგტონის პოზიციები ამ რეგიონში შესუსტდა.

სენატორი მაკკეინი იმ ამერიკელ კანონმდებელთა შორის, რომლებიც რუსეთის მიმართ სანქციების გაძლიერებას მოითხოვენ, ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულად განწყობილი პოლიტიკოსია.

ყველა ახალი ამბავი
0