ტერაქტი სტამბულში: ახალი წლის ღამეს კლუბზე თავდამსხმელი დაკავებულია

© REUTERS / Osman Orsalსტამბული
სტამბული - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის უშიშროების სამსახურებმა ტერორისტი დააკავეს, რომელიც სტამბულის კლუბ Reina-ში ახალი წლის ღამეს ტერაქტის განხორციელებაშია ეჭვმიტანილი.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. სტამბულში  უზბეკი აბდულგადირ მაშარიპოვი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია სტამბულის ღამის კლუბ Reina-ში ახალი წლის ღამეს ტერაქტის განხორციელებაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.

ანონიმური სამართალდამცველების ინფორმაციაზე დაყრდნობით ტელეარხი აცხადებს, რომ ტერორისტის დაკავების ოპერაცია სტამბულში ორშაბათ საღამოს ჩატარდა. მაშარიპოვი ესენიურთის რაიონში, თავისი ყირგიზი თანამზრახველის სახლში ბოლო სამი დღე იმალებოდა. პოლიციის ოპერაციის დროს მან იარაღის გამოყენება ვერ მოასწრო. ტელეარხი დაკავებული ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს.

სტამბულში ღამის კლუბ Reina-ზე შეიარაღებული თავდასხმა ახალი წლის ღამეს მოხდა. ავტომატით შეიარაღებულმა ტერორისტმა კლუბის დაცვის პოლიციელი მოკლა, შენობაში შეიჭრა, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და ცეცხლი გახსნა. თურქეთის შსს-ს მონაცემებით, ტერაქტს 39 ადამიანი (მათ შორის, 16 უცხოელი) ემსხვერპლა, 69-მ სხეულის დაზიანებები მიიიღო. თავდამსხმელის სამძებრო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0