სოროსის ორგანიზაცია უნგრეთში საქმიანობის შეწყვეტასა და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიჯორჯ სოროსი
ჯორჯ სოროსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, ბუდაპეშტი „გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს“ რათა უნგრეთიდან მილიარდერთან დაკავშირებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია „გააძევოს“.

თბილისი, 13 იანვარი — ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის მიერ ფინანსირებადი არასამთავრობო ორგანიზაციები, მიუხედავად უნგრეთის მთავრობის განზრახვისა, მოახდინოს მათი ლიკვიდაცია, არ შეწყვეტენ მუშაობას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ინტერნეტ-გამოცემა EUobserver-ზე დაყრდნობით.

ქვეყნის მმართველი პარტია „ფიდესის“ თავმჯდომარის მოადგილე სილარდ ნემეტის განცხადებით, ბუდაპეშტი „გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს“ რათა უნგრეთიდან მილიარდერთან დაკავშირებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია „გააძევოს“, რომლებიც „ფულს გლობალური კაპიტალიზმის ინტერესების მსახურებასა“ და აგრეთვე იმაში იღებენ, რომ ეროვნული მთავრობების ინტერესებზე მაღლა პოლიტკორექტულობის პრინციპებს აყენებენ.

ინტერნეტ-გამოცემა EUobserver წერს, რომ სოროსის ნიუ-იორკში მდებარე ფონდი „ღია საზოგადოება“, რომელიც 60-ზე მეტ უნგრულ არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს, პირობას დებს, რომ წინააღმდეგობას გაუწევს უნგრეთის მთავრობის გეგმებს.

„ჩვენ არ შევწყვეტთ საქმიანობას უნგრეთში, მიუხედავად [უნგრეთის] მთავრობის წინააღმდეგობისა“, — განაცხადა ფონდის პრეზიდენტმა კრისტოფერ სტოუნმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დეპარტამენტის წარმომადგენელმა იანოშ ლაზარმა თავის მხრივ განმარტა, რომ მთავრობა არ მოახდენს სოროსოს მიერ ფინანსირებადი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიკვიდაციას, მაგრამ გაამკაცრებს მოთხოვნებს მათ მიმართ.

ლაზარმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებლად ჩატარდება უცხოური ორგანიზაციების დოკუმენტაციის აუდიტი, რადგან „ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვის სურს მათზე გავლენის მოხდენა უცხოეთიდან“.

ყველა ახალი ამბავი
0