კორპორაცია „სამსუნგის“ ხელმძღვანელის დაკითხვა 22 საათს გრძელდებოდა

© photo: Sputnik / Александр Пашин / გადასვლა მედიაბანკშიSamsung Electronics-ის ქარხანა
Samsung Electronics-ის ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ ლი ჩჟე იონი ეჭვმიტანილის რანგში დაკითხა, თუმცა მის დაკავებაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. კორპორაცია Samsung Electronics-ის თავმჯდომარის ვაჟის ლი ჩჟე იონის დაკითხვა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კომპანიის ფაქტობრივი ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს მამის ავადმყოფობასთან დაკავშირებით, 22 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „რიონჰაპზე“ დაყრდნობით.

დაკითხვაზე, რომელიც ხუთშაბათის დილით დაიწყო და პარასკევის დილით დასრულდა, ლი ჩჟე იონი სპეცკომისიამ გამოიძახა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის კორუფციულ სკანდალში ჩართულობის საქმეს იძიებს. კომისიამ ის ეჭვმიტანილის რანგში დაკითხა, თუმცა მის დაკავებაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პან-კინ-ხე - Sputnik საქართველო
სამხრეთ კორეის პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს

სააგენტო „რიონჰაპი“ გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლი ჩჟე იონმა დაკითხვაზე პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს წინააღმდეგ მისცა ჩვენება. მისი თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი აიძულებდა მის კომპანიას, გადაერიცხა თანხები ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ქვეყნის მეთაურის მეგობარ ქალბატონს ცოი სუნ სილს უკავშირდებოდა.

სწორედ ეს უკანასკნელი იყო აგორებული სკანდალის მთავარი ფიგურანტი, რაც იქცა კიდეც პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძვლად.

გამოძიების ვარაუდით, Samsung Electronics-მა ცოი სუნ სილის მხოლოდ გერმანიაში არსებულ კომპანიებს 22 მლრდ ვონი (18 მილიონი აშშ დოლარი) გადაურიცხა.

ყველა ახალი ამბავი
0