იაპონიის ახალი იმპერატორი ტახტზე ასვლას 2019 წელს შეძლებს

© AFP 2024 / Kazuhiro Nogiიაპონიის იმპერატორი აკიჰიტო
იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამინდელმა იმპერატორმა აკიჰიტომ 2016 წელს ტელეეთერით ხალხს უპრეცედენტო განცხადებით მიმართა და ამცნო, რომ ტახტის დატოვება სურს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. იაპონიის მთავრობა 2019 წლის 1 იანვარს ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლის შესაძლებლობას განიხილავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости იაპონურ გაზეთ „სანკეიზე“ დაყრდნობით.

გაზეთის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობას სურს, რომ უკანასკნელი პრინცის ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონია საახალწლო დღესასწაულებს დაამთხვიოს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მოსახლეობისთვის უხერხულობის შექმნის შესაძლებლობა.

ახალი წელი იაპონიაში - Sputnik საქართველო
იაპონიაში მაიმუნსა და მამალს შორის „ხელისუფლების გადაცემის“ ცერემონია გაიმართა

ცერემონია, კერძოდ, ითვალისწინებს საიმპერატორო რეგალიების გადაცემის ცერემონიასა და ხელისუფლების სამივე შტოს (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) წარმომადგენლებთან შეხვედრას.

„სანკეი“ წერს, რომ მიმდინარე წლის მაისში მთავრობას განზრახული აქვს წარადგინოს პარლამენტში სპეციალური კანონპროექტი, რომელიც მოქმედ იმპერატორ აკიჰიტოს, მისივე სურვილის თანახმად, ტახტიდან გადადგომის უფლებას მისცემს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმპერატორს სურს ეს ტახტზე ასვლის 30 წლისთავს დაამთხვიოს.

აღსანიშნავია, რომ იაპონური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმპერატორის ტახტიდან გადადგომას სიცოცხლეში. მაგრამ 2016 წელს აკიჰიტომ ხალხს ტელეეთერით უპრეცედენტო განცხადებთ მიმართა და ამცნო, რომ ტახტის დატოვება სურს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალმა კანონმა ასევე უნდა განსაზღვროს ტახტიდან გადამდგარი იმპერატორის ტიტული და საცხოვრებელი ადგილი.

ყველა ახალი ამბავი
0