„სტალინის დივანი“: ფანი არდანმა საბჭოთა ბელადზე ფილმი გადაიღო

© IMDbკადრი ფილმიდან "სტალინის დივანი"
კადრი ფილმიდან სტალინის დივანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იოსებ სტალინის როლს ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ასრულებს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და კინორეჟისორმა ფანი არდანმა დაასრულა მუშაობა თავის ახალ ფილმზე „სტალინის დივანი“.

ეს ფილმი მსახიობის მესამე სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო ნამუშევარია. ფილმს საფუძვლად უდევს თანამედროვე ფრანგი მწერლის ჟან-დანიელ ბალტასატის 2013 წელს გამოცემული ამავე სახელწოდების რომანი.

იოსებ სტალინის როლს ფილმში ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ასრულებს.

სურათის მოქმედება 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირში მიმდინარეობს. ის მოგვითხრობს ახალგაზრდა მოქანდაკეზე, რომელსაც სტალინის ქანდაკების შექმნას ავალებენ. საპასუხისმგებლო დავალება მოკრძალებულ ხელოვანს სუკ-ის ყურადღების ობიექტად აქცევს, მეორე მხრივ, ეს საშუალებას აძლევს, ხალხის ბელადზე იმაზე მეტი გაიგოს, ვიდრე ის თავად ვარაუდობდა.

საბჭოთა დიქტატორის საყვარელი ქალის — ლიდიას როლი ფრანგმა მსახიობმა, რეჟისორ რომან პოლანსკის მეუღლემ ემანუელ სენიემ შეასრულა. ფილმში ასევე თამაშობენ პოლ ამი, ქსავიე მალი და ფრანსუა შატო.

პროექტი განახორციელა კინოკომპანია Leopardo Filmes-მა, ფილმისთვის კოსტიუმები და რეკვიზიტები კი „მოსფილმმა“ წარადგინა.

ფილმის „სტალინის დივანი“ მსოფლიო პრემიერა 2017 წლის 11 იანვარს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0