15:01 26 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
ქართული სადღესასწაულო სუფრა

მსოფლიოს ქვეყნების საახალწლო და საშობაო კულინარიული ტრადიციები

© Sputnik / Alexander Imedashvili
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო ახალი 2017 წლისთვის ემზადება (35)
19840

არ გაინტერესებთ, რა კულინარული ტრადიციები აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რა განსაკუთრებული კერძებით ხვდებიან ახალ წელს, ვთქვათ, იაპონიაში, მექსიკაში, ნეპალში ან ვიეტნამში? იქნებ რომელიმე მოგეწონოთ კიდეც და თქვენს სადღესასწაულო სუფრას ეგზოტიკურ „სამშვენისადაც“ კი შემატოთ.

„Sputnik-საქართველომ“ თქვენთვის რამდენიმე ქვეყნის საშობაო-საახალწლო სუფრის ტრადიცია მოიძია. ნახეთ, როგორ გამოიყურება მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების სამზარეულო შედევრები დღესასწაულზე.

დანიელების ტრადიციული კერძი — ეს ჩირით ფარშირებული შემწვარი ბატი, ან კარტოფილთან და წითელ კომბოსტოსთან ერთად შემწვარ-გამომცხვარი ღორის ხორცია. დესერტად გრიუტცეს მიირთმევენ — სქელ კისელმოსხმულ და მოხალული ნუშით შეზავებულ ბრინჯის ფაფას. ყველაფერ ამას კი გლიოგსა და ლუდს აყოლებენ.

Gåsamiddag😋🐥 #barnenärhemma #gås #mårtensmiddag2016 #hemlagat #hemmaimittkök

Фото опубликовано ingerwammerfors (@ingerwammerfors) Ноя 6 2016 в 8:36 PST

ინდუისტურ ნეპალში ახალ წელს შუა აპრილში აღნიშნავენ. დღესასწაულს, რომელსაც ბისკეტ ჯატრას უწოდებენ, ნეპალელები არა იმდენად სუფრასთან, არამედ უფრო ხმაურიანი თეატრალიზებული სანახაობებით აღნიშნავენ. თუმცა მთლად სუფრის გარეშეც არ იტოვებენ თავს. ყველაზე პოპულარული ამ დღეს კერძი დალ ბატია, რომელიც ოსპის, პომიდვრის, ხახვის, ჯანჯაფილის, ბრინჯისა და სხვადასხვა სანელებლისგან მზადდება.

 

იტალიელი დიასახლისები საშობაოდ აუცილებლად საკუთარი ხელით ამზადებენ ძეხვ კოტეკინოს, რომელიც სუფრაზე ოსპთან ერთად მიაქვთ. ოსპი იტალიელებისთვის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და დღეგრძელობის სიმბოლოა.

ასე გამოიყურება იტალიელების სადღესასწაულო სუფრა
ასე გამოიყურება იტალიელების სადღესასწაულო სუფრა

მექსიკელებს სანელებლებიანი და ცხარე კერძები უყვართ. საზეიმო სუფრისთვის აუცილებლად ამზადებენ რომერიტოსს (რომლის ძირითადი ინგრედიენტები კრევეტები და კარტოფილია) და ფარშირებულ ინდაურს. მაგიდაზე ასევე აუცილებლად უნდა იყოს სიმინდი, ცერცვი (ან ლობიო) და ნამცხვარი. სასმელებიდან უპირატესობას ანიჭებენ მსუბუქ ღვინოს, პუნშსა და, რაღა თქმა უნდა, ტეკილას.

Mesa de Navidad #mesadenavidad #cenadenavidad #comidadenavidad #gambas #ceviche #tiradito #salmon #buenacomida #maravilloso

Фото опубликовано Santiago Miniño (@santiagominino) Дек 24 2015 в 6:50 PST

 

ინგლისელების ტრადიციული კერძები საშობაოდ — ეს ფარშირებულია ინდაური, ბოსტნეულის გარნირი და პუდინგია. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული გულისყურით ამზადებენ პურის ნაფხვენების, ფქვილის, ღორის ქონის, ქიშმიშის, კვერცხისა და სხვადასხვა სანელებლებისგან. სუფრასთან მიტანამდე ზემოდან ასხამენ მაგარ რომს, უკიდებენ ცეცხლს და ისე მიაქვთ სტუმრებთან.

 

ვიეტნამში ახალ წელს წელს, იგივე ტეტს, მთვარის კალენდრით აღნიშნავენ და მოძრავია. სადღესასწაულო კერძებს ძირითადად ბრინჯისა და ხორცისგან ამზადებენ. მაგალითად, ღორის ხორცი ქოქოსის რძეში, ან ბამბუკის ფოთლებში გადახვეული და შემწვარი ბრინჯისა და ღორის ხორცის ღვეზელი ჩუნგი.

 

საფრანგეთში არანაირი სუფრა არ იშლება ტრადიციული ხამანწკების, ფუა-გრის ბუტერბროდების, სხვადასხვა სახეობის ყველისა და, რაღა თქმა უნდა, ფრანგული ღვინის გარეშე.

Noël avant l'heure! #noel #huitres #vinblanc #compiegne #homesweethome

Фото опубликовано TomRocheteau (@tomrocheteau) Дек 8 2016 в 11:03 PST

 

იაპონელებს სწამთ, რომ წაბლს წარმატება მოაქვს. ამიტომ მას ბევრ კერძში ამატებენ: გარნირებშიცა და დესერტებშიც. მაგალითად, მოხარშული ბრინჯისგან დამზადებულ ღვეზელში, რომელსაც ისინი მოტის უწოდებენ. საახალწლო სუფრაზე მოტის გარდა მიაქვთ ზღვის კომბოსტო, ბარდა, ცერცვი/ლობიო და ქაშაყის ხიზილალა.

 

გერმანიაში სადღესასწაულო სუფრა ვაშლისა და თხილ-კაკლის გარეშე არ იშლება. ვაშლი სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ნაყოფად მიიჩნევა, კაკალი და თხილი კი — ცხოვრებისეული სირთულეებისა და იდუმალების სიმბოლოდ. ამ ორ ინგრედიენტს ნამცხვრებშიც აუცილებლად იყენებენ და ფრინველისა თუ სხვა ხორცის ფარშშიც.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრადიციული და აუცილებელი კერძი — ფარშირებული ინდაურია, რომელსაც განსაკუთრებული მეთოდით ამზადებენ. ფრინველს ყველა იმ ინგრედიენტით ტენიან, რომელსაც კი მოიძიებენ შინ: ყველით, შავი ქლიავით, პურით, ნივრით, ლობიოთი, სოკოთი, ვაშლითა თუ კომბოსტოთი.

Last diner in 2015… See u next year!!!

Фото опубликовано نهلا تومي Nahla Tumi (@nahlatumi) Дек 31 2015 в 7:15 PST

 

ჩეხი დიასახლისების საახალწლო სუფრის მშვენება და სიამაყე ვაშლის ფენოვანი რულეტი — შტრუდელია, რომელიც ნაყინთან, ნაღებთან ან მურაბასთან ერთად მიაქვთ სუფრაზე. დანარჩენი სადღესასწაულო კერძები აბსოლუტურად უბრალო, მარტივი, თუმცა ნოყიერია: წვნიანი, თევზი, ქერის ფაფა.

 

პორტუგალიაში საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ყურძენი, ვინაიდან ის სიუხვისა და ოჯახური ბედნიერების სიმბოლოდ მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, სანამ საათი თორმეტჯერ რეკავს, ყურძნის თორმეტი მარცვლის შეჭმა წესად აქვთ ქცეული. რაც მთავარია, თითო მარცვალს თითო სურვილს „აყოლებენ“.

ახალ წელს პორტუგალიელები სუფრას აუცილებლად ამშვენებენ ყურძნით
ახალ წელს პორტუგალიელები სუფრას აუცილებლად ამშვენებენ ყურძნით

პოლონური ტრადიციის მიხედვით, საახალწლო სუფრა თორმეტი სხვადასხვა კერძისგან უნდა შედგებოდეს, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ხორცეულისგან. სუპები, ფაფები, კარტოფილი, ნამცხვარი… და, რაც უმთავრესია, სუფრის მშვენება — თევზი: ლაბადასხმული, შემწვარი თუ მოხარშული. ეს უკანასკნელი ოჯახური კეთილდღეობის სიმბოლოა.

#tipically #polish #weihnachten #Weihnachtstisch #Essen #Fisch #12Gänge #Fischsuppe #

Фото опубликовано Jessica (@le_sunshine_live) Дек 25 2013 в 1:28 PST

 

ჰოლანდიაში უმთავრეს საახალწლო კერძად ტკბილი ღვეზელი მიიჩნევა — ფრიტიურში შემწვარი და შაქარმოყრილი. სუფრაზე ასევე მიაქვთ დამარილებული ცერცვი — ჰოლანდიელების ეროვნული კერძი.

 

თემები:
საქართველო ახალი 2017 წლისთვის ემზადება (35)

მთავარი თემები