რა დამოკიდებულებაა ევროპასა და აშშ-ში „ნებადართული დოპინგის“ მიმართ

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორიის თანამშრომელი
ლაბორატორიის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-მა გამოარკვია, რომ პოლონეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში „ნებადართული დოპინგის“ მოწინააღმდეგეები ბევრად სჭარბობენ მის მომხრეებს.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. შეკითხვას, „დასაშვებია თუ არა, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე სპორტსმენმა დოპინგი მიიღოს?“ ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობამ უარყოფითი პასუხი გასცა, ამაზე მეტყველებს გამოკითხვის შედეგები, რომელიც სააგენტო Sputnik-ის დაკვეთით ჩატარდა.

სპორტსმენების მიერ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ აკრძალული მედიკამენტების გამოყენების წინააღმდეგ ხმა მისცა: პოლონეთში —  მოსახლეობის 66%-მა, იტალიაში — 50%-მა, გერმანიაში — 50%-მა, ხოლო საფრანგეთში — 48%-მა. აშშ-ში ამ პოლიტიკის წინააღმდეგი გამოკითხულთა 45% იყო, ესპანეთში — 41%, ხოლო დიდ ბრიტანეთში — მხოლოდ 38%.

გამოკითხვა: „დასაშვებია თუ არა, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე სპორტსმენმა დოპინგი მიიღოს?“
გამოკითხვა: „დასაშვებია თუ არა, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე სპორტსმენმა დოპინგი მიიღოს?“ - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: „დასაშვებია თუ არა, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე სპორტსმენმა დოპინგი მიიღოს?“

გამოკითხული რესპონდენტების მეხუთედმა წამოაყენა წინადადება, რომ დოპინგი ყველა სპორტსმენისთვის დაიშვას, რათა ვინმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ყველაზე მეტი მხარდამჭერი ამ მოსაზრებას დიდ ბრიტანეთში გამოუჩნდა — 22%, ესპანეთსა და გერმანიაში — 19%, აშშ-ში — 17%, ხოლო პოლონეთში — სულ გამოკითხულთა 11%.

რესპონდენტთა დაახლოებით მეოთხედს მიაჩნია, რომ სპორტსმენებს შეუძლიათ დოპინგის მიღება — მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით. ამ მოსაზრებას დაეთანხმა: ესპანელთა 31%, ამერიკელთა — 28% და ბრიტანელების 27%. გარდა ამისა, ამ იდეას მხარს უჭერენ იტალიაში, საფრანგეთში და გერმანელთა 22%. ყველაზე ნაკლები მომხრე მას პოლონეთში გამოუჩნდა – 14%.

გამოკითხვა საფრანგეთის სოციოლოგიური კვლევის უძველესმა კომპანიამ IFop-მა ჩაატარა 2016 წლის 22-26 ოქტომბერს. მასში სულ 7043 რესპონდენტი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 18 წელს აღემატებოდა. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. სიზუსტის ინტერვალი ზოგადად +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობით.

WADA-ს ოფიციალური პოზიცია

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ხელმძღვანელი რიჩარდ მაკლარენი დღეს ლონდონში დოპინგის შესახებ მოხსენების მეორე ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სოჭის XXII ზამთრის ოლიმპიადას ეხება. მასში ასევე იქნება საუბარი თემაზე – შეუცვალეს თუ არა რუს სპორტსმენებს სინჯები სახელმწიფო დოპინგური პროგრამის ფარგლებში. 

მოხსენების პირველმა ნაწილმა, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა, საფრთხის ქვეშ დააყენა რუსი სპორტსმენების რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხი და, როგორც ცნობილია, ზოგმა მათგანმა ვერც შეძლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება.

ამას გარდა აღსანიშნავია, რომ ამ მოხსენების გამო პარალიმპიადიდან მოიხსნა რუსეთის მთელი პარალიმპიური ნაკრები.

„ბრალდებები თითიდანაა გამოწოვილი“ — ვიტალი მუტკო  დოპინგ–სინჯებზე WADA–ს მოხსენების შესახებ - Sputnik საქართველო
„ბრალდებები თითიდანაა გამოწოვილი“ — ვიტალი მუტკო დოპინგ–სინჯების შესახებ

მაკლარენის მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ არც რუსეთის სპორტის სამინისტრომ, არც ანტიდოპინგურმა სააგენტომ და არც უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა არ განაცხადეს ქვეყნის სპორტსმენების დადებითი დოპინგ-სინჯების თაობაზე წარსულში გამართულ მსხვილ სპორტულ ღონისძიებებზე, მათ შორის, სოჭის ოლიმპიადაზე, სადაც რუსეთის ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. 

მთავარი მოწმე მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგორი როდჩენკოვია, რომლის თქმითაც, სოჭის ოლიმპიადაზე პირადად შეცვალა სინჯები ლაბორატორიის კედელში გამოთხრილი ხვრელის მეშვეობით და ამაში მას წყლის მილების ხელოსნის ფორმაში გადაცმული სპეცსამსახურის წარმომადგენელი ეხმარებოდა. 

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ იყო ჩამოთვლილი იმ სპორტსმენების სახელები, რომელთაც დაუდგინდათ დოპინგის მოხმარება. კანადელი იურისტი არ უარყოფს, რომ სიჩქარის გამო მოხსენების პირველი ნაწილი, რომელშიც ის დოპინგის სკანდალში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის დამტკიცებას აპირებდა, სრულყოფილი არ გამოვიდა. საქმე ისაა, რომ მაკლარენს მოხსენების გაკეთება რიოს ოლიმპიადამდე უნდა მოესწრო. 

მოხსენების მეორე ნაწილის მოსამზადებლად WADA-მ მაკლარენს 1,3 მლნ დოლარი გამოუყო, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელიც WADA-ს აკრიტიკებდა რიოს ოლიმპიადაზე — 500 ათასი დოლარი, და ასევე დაავალდებულა იგი, სრულად ეთანამშრომლა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და წარედგინა მისთვის ყველა ანგარიში.

ანტიდოპინგური ლაბორატორია - Sputnik საქართველო
WADA გამოდის მოწოდებით – რუს სპორტსმენებს ჩამოერთვათ ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება

ახალი მოხსენება ჯერ კიდევ ოქტომბერში უნდა ყოფილიყო მზად, მაგრამ საბოოოდ პრეზენტაციის თარიღი 9 დეკემბრისთვის გადაიტანეს.

მოხსენების მეორე ნაწილის მოსამზადებლად რუსეთში წასვლაზე მაკლარენმა კვლავ უარი განაცხადა, თუმცა საკუთარი ინიციატივით შეხვდა რუსეთის ანტიდოპინგური კომისიის ხელმძღვანელ ვიტალი სმირნოვს.

2006 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, მოციგურავე სვეტლანა ჟუროვას აზრით, მნიშვნელოვანი საკითხია, ვის სიტყვებს ეფუძნება ეს მოხსენება.

წინასწარ ძნელი სათქმელია, რა მოჰყვება მოხსენების მეორე ნაწილს. რუსეთისთვის უარესი ვარიანტები ასეთია: რუსეთის საერთაშორისო სპორტული მოძრაობიდან გამოთიშვა და ასევე ფიონგჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე არდაშვება.

ანტიდოპინგის სააგენტოს მიერ მსოფლიოში აკრძალული პრეპარატი მელდონიუმი - Sputnik საქართველო
დოპინგ-სკანდალი დღეს და გუშინ...

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 7 დეკემბერს, ისე, რომ ახალი გამოძიების შედეგებს არ დალოდებია, დაადგინა: გაგრძელდეს რუსეთისთვის მაკლარენის მოხსენების პირველი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ დაკისრებული სანქციები. 

მაშინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა სპორტის ზამთრის სახეობების ფედერაციებს, შეეჩერებინათ რუსეთის ტერიტორიაზე მსხვილი სპორტული შეჯიბრებების ჩატარებისთვის სამზადისი და მოეძებნათ ალტერნატიული ადგილი ღონისძიებებისთვის. თავდაპირველად სანქციები მიმდინარე წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავდა.

მიღებული ზომების ფარგლებში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მხარს არ დაუჭერს და არც ორგანიზაციას გაუწევს რუსეთში არც ერთი სპორტული ღონისძიებისა თუ შეხვედრის გამართვას. 

ამას გარდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოუწოდებს ზამთრის ოლიმპიური სახეობების ფედერაციებს, „გაყინონ სამზადისი რუსეთში მთავარი ღონისძიებებისთვის“, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატებისა და თასებისთვის, და აქტიურად შეუდგნენ ალტერნატიული ორგანიზატორების ძებნას.

ყველა ახალი ამბავი
0