პენტაგონის ხელმძღვანელი „ცოფიანი ძაღლი“ გახდება

© REUTERS / Yuri Gripasგენერალი ჯეიმს მატისი
გენერალი ჯეიმს მატისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, პენტაგონის ხელმძღვანელი 66 წლის გენერალი ჯეიმს მატისი გახდება, რომელმაც შეიარაღებულ ძალებში სამსახურის მანძილზე მეტსახელი „ცოფიანი ძაღლი“ მიიღო.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საზღვაო ქვეითთა კორპუსის გადამდგარი გენერალი ჯეიმს მატისი, მეტსახელად „ცოფიანი ძაღლი“ დაასახელა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამოცემა Washington Post-ზე დაყრდნობით.

ჯეიმს მატისი ბოლოს აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში მსახურობდა, რომელიც პასუხისმგებელია ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაზე. ეს პოსტი მას 2010-2013 წლებში ეკავა.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპმა პრეზიდენტის ხელფასზე უარი განაცხადა

გამოცემის მონაცემებით, 66 წლის მატისის კანდიდატურის ოფიციალური დასახელება, შესაძლოა, მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართოს.

ვაშინგტონის შტატის მკვიდრი მატისი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედრო სამსახურში 1969 წელს ჩადგა. 1991 წელს ის მონაწილეობდა ომში სპარსეთის ყურეში, მოგვიანებით — ოპერაციაში ავღანეთში, ხოლო 2003 წლიდან ერაყში დივიზიას სარდლობდა. სამხედრო სამსახურის მანძილზე მატისმა მეტსახელი „ცოფიანი ძაღლი“ მიიღო.

© REUTERS / მაიკ სეგარიაშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესალმება საზღვაო ქვეითთა გადამდგარ გენერალ ჯეიმს მატისს ბედმინსტერში, ნიუ ჯერსი
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესალმება საზღვაო ქვეითთა გადამდგარ გენერალ ჯეიმს მატისს ბედმინსტერში, ნიუ ჯერსი - Sputnik საქართველო
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესალმება საზღვაო ქვეითთა გადამდგარ გენერალ ჯეიმს მატისს ბედმინსტერში, ნიუ ჯერსი

გადადგომის შემდეგ მატისი სამეცნიერო სფეროში გადავიდა, შედიოდა თავდაცვითი კომპანია General Dynamics-ის დირექტორთა საბჭოში, შეიარაღებული ძალების საქმეების კუთხით მონაწილეობდა რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაში.

„ის (მატისი) ცნობილია, როგორც მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედრო ხელმძღვანელი, რომელიც სტრატეგიული მოაზროვნეა და რომელსაც ხანდახან აგრესიული გამონათქვამების გამო საყვედურობენ“, — წერს Washington Post-ი.

მატისი პოლიტიკით არასდროს ყოფილა დაკავებული, მაგრამ მისი შეხედულებების შესახებ წარმოდგენის შექმნა წარსულში გამონათქვამების მიხედვით შეიძლება.

გენერალი დიდი სიფრთხილით ეკიდება რუსეთს და ვარაუდობს, რომ მას „ნატოს ნაწილებად დაშლა უნდა“. ის ასევე აკრიტიკებდა მოსკოვს „უკრაინაში აგრესიის გამო“ და ირწმუნებოდა, რომ ის „ბევრად უფრო სერიოზულია“, ვიდრე ამას აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია მიიჩნევს.

მატისი ვარაუდობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მთავარი საფრთხე მომდინარეობს არა „ალ-ქაიდას“ ან „ისლამური სახელმწიფოსგან“, არამედ ირანიდან, შესაბამისად, ის ამ ქვეყანასთან ბირთვული შეთანხმების გაწყვეტის მომხრეა, რაზეც ტრამპიც საუბრობდა.

ყველა ახალი ამბავი
0