ბრაზილიელი ფეხბურთელები კოლუმბიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

© flickr/ pjs2005თვითმფრინავი BAe 146
თვითმფრინავი BAe 146 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავის ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის მატჩზე მიფრინავდნენ.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თვითმფრინავმა, რომლითაც ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები მგზავრობდნენ, კოლუმბიაში  კატასტროფა განიცადა, იუწყება Р-Спорт-ი ტელეარხ Univision-ზე დაყრდნობით.

ტელეარხის მონაცემებით, ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.

ფეხბურთელებს კოლუმბიის ქალაქ მედელინში სამხრეთ ამერიკის თასის მატჩში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარია ლა-უნიონის რაიონში ანტიოქიის პროვინციაში მოხდა. პორტალი Mi Oriente წერს, რომ თვითმფრინავი საწვავის უკმარისობის გამო  ჩამოვარდა.

360 Radio Colombia-ს ინფორმაციით, მანამდე თვითმფრინავით არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისარგებლა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენი მგზავრი გადარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0