14:50 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
ევროპარლამენტის შენობა სტრასბურგში

ევროპარლამენტი თურქეთს ევროკავშირში არ უშვებს

© photo: Sputnik / Владимир Федоренко
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
2201

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა გუშინ აღნიშნა, რომ თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები გზაჯვარედინზე დგას. თავად ერდოღანი აცხადებდა, რომ რეზოლუციის მიღებას ანკარისთვის მნიშვნელობა არა აქვს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე მოიწონა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს თურქეთის ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებების შეჩერებისკენ მოუწოდებს თავად ქვეყნის ხელისუფლების ქმედებების გათვალისწინებით.

„რეზოლუცია მთლიანობაში მოწონებულია“, — განაცხადეს კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 479 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ წავიდა 37, ხოლო თავი შეიკავა 107-მა.

გასულ კვირაში ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის სახელით თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვა. საუბარია, პირველ რიგში, დისკუსიაზე სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენის შესახებ, სიტყვისა და საინფორმაციო საშუალებების შეზღუდვაზე, ასევე თურქეთის პარლამენტის წევრების დაკავებაზე. ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარის საქციელი მის ევროკავშირში შესვლისკენ სწრაფვას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ევროკავშირსა და თურქეთს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი 1963 წელს მოეწერა. წევრობაზე განაცხადი ანკარამ 1987 წელს შეიტანა. მოლაპარაკებები თურქეთის წევრობის საკითხზე მხოლოდ 2005 წელს დაიწყო, რაც მრავალჯერ გართულდა უთანხმოებების გამო, რასაც პერიოდულად პროცესის შეჩერება მოსდევდა. 2016 წლის მარტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა თანხმობა განაცხადეს მოლაპარაკებების გააქტიურებაზე იმ პირობით, თუ თურქეთი თავისი ტერიტორიის გავლით ევროკავშირში მიგრანტების ნაკადის შემცირებას შეუწყობდა ხელს.

მთავარი თემები