დეკანოიძე უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე ხატია დეკანოიძე 2015 წლის 4 ნოემბრიდან მუშაობდა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა. იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით. 

„ჩემი უფლებამოსილება და ნება საკმარისი არ აღმოჩნდა ცვლილებებისათვის. ჩემი მისია შესრულებულია, რის გამოც ვაცხადებ რომ გადავდექი“, — განაცხადა დეკანოიძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, რომ დამოუკიდებელი  კონკურსი გამოაცხადონ მისი თანამდებობის დასაკავებლად. 

გადადგომის მიზეზებს შორის ხატია დეკანოიძემ დაასახელა ის მიმართულებები რაშიც მან ერთი წლის მანძილზე წარმატებას ვერ მიაღწია.

„მე ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ ჩვენ ისიც კი ვე შევძელით, რომ კორუფცია ჩვენს ორგანოებში აღმოგვეფხვრა. პირადად ჩემში კორუფცია ნებისმიერ დონეზე ზიზღს იწვევს და ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის. რომ იგივე გრძნობა გამომეწვია კორუფციის მიმართ ყველაში, ვინც ჩემთან მუშაობს. მაგრამ კორუფციისაგან და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისაგან ქვეყნის ყველაზე დიდი სამართალდამცავი სტრუქტურის გაწმენდა — ეს ბევრად უფრო რთული ამოცანაა, რომელიც არა ერთი წლის მუშაობას და პოლიტიკურ ნებას მოითხოვს. ჩვენ საფუძველი ჩავყარეთ და იმედი მაქვს ამაზე გარდაქმნები არ გაჩერდება“, — აღნიშნა დეკანოიძემ. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
პოროშენკომ სააკაშვილი გაათავისუფლა

მან ხაზი გაუსვა, რომ წარმატებული რეფორმისათვის პოლიციას საკმარისი დაფინანსება სჭირდება, ისევე როგორც პროკურატურისა და სასამართლოს რეფორმირება. დეკანოიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია პოლიციის მუშაობაში პოლიტიკოსთა ჩარევის აღკვეთა. 

გადადგომის შემდეგ ხატია დეკანოიძე აპირებს დაკავდეს თავისი ჯანმრთელობითა და ვაჟით. 

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხატია დეკანოიძე 2015 წლის 4 ნოემბრიდან მუშაობდა. მანამდე შსს-ს ხელმძღვანელის არსენ ავაკოვის მრჩეველის თანამდებობა ეკავა. 

გასულ კვირას გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ.   


ყველა ახალი ამბავი
0