მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი გახდა

© photo: Sputnik / Miroslav Rotarიგორ დოდონი
იგორ დოდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„არჩევნების შესახებ“ კოდექსის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთვის 5 დღე აქვს. კიდევ სამ დღეში კომისიამ დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადასცეს პრეზიდენტის უფლებამოსილების საბოლოოდ დასამტკიცებლად.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის ხმათა 99,9% დაითვალა. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე სოციალისტების პარტიის წარმომადგენელმა იგორ დოდონმა ხმების 52,29%-ით გაიმარჯვა.

დოდონის ოპონენტმა მაია სანდუმ ხმათა 47,71% მიიღო. ცესკო საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას ორშაბათს გეგმავს.

მოლდოვაში ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა მაღალი გამოცხადება დაფიქსირდა. მეორე ტურში გამოცხადება 53,3%-ს შეადგენდა.

იგორ დოდონი - Sputnik საქართველო
მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები 2016. წინასწარი მონაცემები

იგორ დოდონი 1975 წელს მოლდოვაში, სოფელ სადოვაში დაიბადა. დაამთავრა სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, მოლდოვის ეკონომიკური აკადემია და მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტი.

2002 წელს მას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

პოლიტიკური კარიერა დოდონმა 2005 წელს დაიწყო. მაშინ ის მოლდოვის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, ხოლო ერთ წელიწადში უწყებას სათავეში ჩაუდგა.

2008 წელს იგორ დოდონი ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი გახდა, ერთი წლის შემდეგ — პარლამენტის დეპუტატი კომუნისტების პარტიიდან.

სოციალისტების პარტიის წევრი დოდონი 2011 წელს გახდა.

დოდონი ცნობილია, როგორც პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსი.

ყველა ახალი ამბავი
0