17:37 20 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
ჰილარი და ბილ კლინტონი

ჰილარი და ბილ კლინტონების გაყრა: სინამდვილე თუ დეზინფორმაცია

© REUTERS / Chris Keane
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
3801

ამერიკულმა გამოცემა Christian Times Newspaper-მა კლინტონების გაყრის პროცედურების დაწყების შესახებ მასალა გამოაქვეყნა, თუმცა ინფორმაცია შეიძლება „საგაზეთო დეზინფორმაცია“ იყოს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა ჰილარი კლინტონმა მეუღლესთან ბილ კლინტონთან გაყრის შესახებ განცხადება შეიტანა, იუწყება გამოცემა  Christian Times Newspaper-ი.

გაზეთის ინფორმაციით, ჰილარის ადვოკატებმა ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტები 10 ნოემბერს გააგზავნეს. მოსარჩელე  გაყრის მიზეზად „შეურიგებელ უთანხმოებას“ ასახელებს.

დოკუმენტების თანახმად, რომელსაც გამოცემა გაეცნო, წყვილმა ადრე მოილაპარაკა ცალ-ცალკე ცხოვრებაზე და ასევე გაყრის შემთხვევაში ქონების გაყოფაზე.

 Christian Times Newspaper-მა კლინტონების გაყრის დოკუმენტი გამოაქვეყნა
Christian Times Newspaper-მა კლინტონების გაყრის დოკუმენტი გამოაქვეყნა

კლინტონები გარდაუვალი გაყრის თაობაზე კომენტარს არ აკეთებენ, აღნიშნავს Christian Times Newspaper-ი.

ამასთან, საქმიანი პორტალი DP.ru წერს, რომ კლინტონების გაყრის შესახებ ამბავი გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაციაა.

„გაზეთ Christian Times Newspaper-ის პორტალი ფეიკი აღმოჩნდა, რომელიც ნამდვილი საიტის დიზაინს აკოპირებს და თან მისამართის ველში სიტყვა newspaper-ს ამატებს. დოკუმენტის ასლიც, შესაბამისად, ყალბია“, — ნათქვამია პორტალის განცხადებაში.

ბილ და ჰილარი კლინტონები 1975 წლის 11 ოქტომბერს დაქორწინდნენ.

მთავარი თემები