ვინ და რატომ გადაყარა დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტოები

Trump
Trump - Sputnik საქართველო
გამოწერა

საოჯახო ფოტოალბომში ყველას მოგვეპოვება მსგავსი ფოტოები — შავ-თეთრი ან ფერადი. ამ ფოტოებზე ის დროა აღბეჭდილი, როდესაც ყველაფერს კი არ უღებდნენ ფოტოებს, არამედ ცდილობდნენ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი მომენტები აღებეჭდათ — ქორწინება და შვილების დაბადების დღეები, მეგობრებთან შეხვედრები და მათთან ერთად გატარებული დრო.

დონალდ ტრამპი შვილთან ერთად
დონალდ ტრამპი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი შვილთან ერთად

ეს ადამიანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის ცხოვრებაში დადგებოდა მომენტი, როდესაც ერთ დროს ბედნიერი წლები მისთვის ჩვეულებრივი გახდებოდა. პირველმა მეუღლემ, ვისთანაც ინახებოდა მათი 15-წლიანი თანაცხოვრების პერიოდის ფოტოები, პირადი ჩანაწერები, საქორწინო ალბომი თუ მისალოცი ბარათები, მთლიანობაში ბედნიერი ოჯახის ყოველდღიურობა და დღესასწაულები, ჩემოდანში ჩაალაგა და მოისროლა.

დონალდ ტრამპი და პირველი მეუღლე ივანა ზელნიჩკოვა
დონალდ ტრამპი და პირველი მეუღლე ივანა ზელნიჩკოვა - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი და პირველი მეუღლე ივანა ზელნიჩკოვა

ქალი, რომელმაც ფოტოები იპოვა, ყვება, რომ ფოტოებით სავსე ჩემოდანს იმ საკომისიო მაღაზიაში გადააწყდა, რომელიც ახლა დაკეტილია. ის, როგორც კოლექციონერი, ამით დაინტერესდა, თუმცა დღეს ამ ფოტოებმა სულ სხვა ღირებულება შეიძინა.

დონალდ ტრამპი შვილთან ერთად
დონალდ ტრამპი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი შვილთან ერთად

თქვენ მიხვდით, ვინ არის ეს მოსიყვარულე და ყურადღებიანი მეოჯახე ფოტოებიდან რომ გვიღიმის?

დონალდ ტრამპი შვილთან ერთად
დონალდ ტრამპი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი შვილთან ერთად

საერთოდ, ერთი შეხედვით  არაეთიკურია არქივიდან პირადი ფოტოების გამოფენა, თუმცა, ამ ადამიანის სკანდალური პოპულარობიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურს მკითხველს გავანდოთ და ვაჩვენოთ თუ როგორი იყო მისი ყოველდღიურობა.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი

ყველას ჰყავს კეთილისმსურველები და არაკეთილმოსურნეები და ბევრის განსჯაც შეიძლება მათი ცხოვრების წესის, ჩვევების, გამოთქმებისა თუ ათასი რამის გამო. „მონსტრი“, რომელსაც ჩვენ ცისფერი ყუთების ეკრანებზე ვხედავთ, ოდესღაც ჩვეულებრივი ადამიანი იყო. შეიძლება, დრომ შეცვალა იგი, ან საერთოდაც ყოველთვის ასეთი იყო და მასში არც არაფერი შეცვლილა.

პირველმა მეუღლემ, ვისთანაც ინახებოდა მათი 15-წლიანი თანაცხოვრების პერიოდის ფოტოები, პირადი ჩანაწერები, საქორწინო ალბომი თუ მისალოცი ბარათები, ჩემოდანში ჩაალაგა და მოისროლა...
პირველმა მეუღლემ, ვისთანაც ინახებოდა მათი 15-წლიანი თანაცხოვრების პერიოდის ფოტოები, პირადი ჩანაწერები, საქორწინო ალბომი თუ მისალოცი ბარათები, ჩემოდანში ჩაალაგა და მოისროლა... - Sputnik საქართველო
პირველმა მეუღლემ, ვისთანაც ინახებოდა მათი 15-წლიანი თანაცხოვრების პერიოდის ფოტოები, პირადი ჩანაწერები, საქორწინო ალბომი თუ მისალოცი ბარათები, ჩემოდანში ჩაალაგა და მოისროლა...

სიმართლე ისაა, რომ  ჩვენ ცუდებად არ ვიბადებით და ყველას რაღაც კარგი გვინდა. უბრალოდ, საკითხავია როგორ და რა ფორმით ვაღწევთ მიზანს.

დონალდ ტრამპი შვილებთან ერთად
დონალდ ტრამპი შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი შვილებთან ერთად

ახლა თქვენ ის ნამდვილად იცანით. საეჭვოა, რომ ვინმემ იფიქროს, ამ რეალობაში ეს ადამიანი აბსოლუტურად სხვა რეპუტაციით ყოფილიყო ცნობილი.

დონალდ ტრამპი შვილთან ერთად
დონალდ ტრამპი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი შვილთან ერთად

დღეს ეს ადამიანი ამერიკის ყველაზე ასაკოვანი (70 წელი) პრეზიდენტია. ფოტოები კი ერთ დროს მის პირველ მეუღლეს ივანა ზელნიჩკოვას ეკუთვნოდა, რომელთანაც დონალდ ტრამპს 15-წლიანი ქორწინებიდან სამი შვილი: დონალდი, ივანკა და ერიკი ჰყავს.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ბევრის მსგავსად, ეს წყვილიც დაშორდა… მთავარი ერთი რამაა. ცხოვრება ადამიანს ერთხელ ეძლევა და ისე უნდა გალიოს, რომ უმიზნოდ გასულ წლებზე მტკივნეულად არ იფიქროს…

ახალგაზრდა დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად
ახალგაზრდა დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად

 

ყველა ახალი ამბავი
0