მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები 2016. წინასწარი მონაცემები

© photo: Sputnik / Мирослав Ротарьიგორ დოდონი
იგორ დოდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქმების 99,09%-ის დათვლის შემდეგ, იგორ დოდონი ხმათა 53,12 %-ით ლიდერობს. მისმა ოპონენტმა მაია სანდუმ ხმათა 45,88% დააგროვა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. სოციალისტების პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა კვირას გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, — იტყობინება Sputnik-მოლდოვა. 

ხმათა 97,74%-ის დათვლის შემდეგ, დოდონმა ხმათა 54,7% ანუ 826782 ხმა მოაგროვა. მისმა ოპონენტმა მაია სანდუმ 684802 ხმა. 

„უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ამ  საპრეზიდენტო არჩევნებში. ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი ოკეანის მიღმა, მაგრამ ჩვენ უკვე მივიღეთ 50%-ზე მეტი და პლიუს ერთი ხმა. ხალი ხმას ქვეყნის მომავალს აძლევდა, მოქალაქეები დარწმუნებული იყვნენ, რომ მოლდოვას ის აქვს“, — თქვა დოდონმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა მოქალაქეს, რომელმაც მას მისცა ხმა. 

„მე მშვენივრად მესმის ის პასუხისმგებლობა, რაც დღევანდელი დღიდან მეკისრება. პირობას ვდებ, რომ ქვეყნის ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიქნები. მინდა მივმართო პოლიტიკურ ოპონენტს, მივულოცო მას კარგი შედეგი, ღირსეული საარჩევნო კამპანია და მოვუწოდო სიმშვიდისაკენ, ჩვენ არ გვჭირდება სიძულვილი საზოგადოებაში“, — თქვა დოდონმა. 

მოლდოვაში საარჩევნო უბნები 21:00 საათზე დაიხურა. იმ დროისათვის მუშაობას განაგრძობდა კიდევ 17 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ. 


ყველა ახალი ამბავი
0