სირიის პარლამენტის თავმჯდომარე: ყირიმს რუსეთის განუყოფელ ნაწილად ვაღიარებთ

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშისირიის დროშა
სირიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხადია აბასმა განაცხადა, რომ სირია ცნობს ყირიმში 2014 წლის 16 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik.  სირიის არაბული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ხადია აბასმა ინტერვიუ მისცა სააგენტო Sputnik-ს, რომელშიც სირიისა და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

ყირიმის საკითხის კომენტირებისას სირიელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ 2014 წლის მარტში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, ნახევარკუნძული საკუთარ ფესვებს დაუბრუნდა.

„აღნიშნული სუბიექტი იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი და სუბიექტი დაუბრუნდა საკუთარ ფესვებს, რაც პირდაპირ აისახა ნახევარკუნძულის მცხოვრებთა ინტერესებზე. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყირიმი რუსეთის განუყოფელი ნაწილია“, — განაცხადა ხაიდ აბასმა.

რაც შეეხება რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების კონტრტერორისტული ოპერაციის შეფასებას, აბასი აცხადებს, რომ სირიელ ხალხს ყოველთვის ეჯერა და ენდობოდა რუსეთს.

ბოევიკების შეტევა ალეპოს ერთ-ერთ კვარტალზე - Sputnik საქართველო
სირიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების მიმოხილვა — უკანასკნელი ცნობები

„ჩვენ რუსეთს აბსოლუტურად ყველა საკითხში ვენდობით… ჩვენი მეგობრობა და საბრძოლო ძმობა ბრძოლის ველზე გმირულად დაცემული დამცველების სისხლითაა შედუღაბებული და რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა ვერ იქნება სხვაგვარი“, — აღნიშნა მან.

ხაიდ აბასის თქმით, რუსეთსა და სირიას საერთო მიზანი, ერთიანი ფრონტი აქვთ „იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც მთელ კაცობრიობას ემუქრება“.

ყველა ახალი ამბავი
0