თურქმა არქეოლოგებმა უძველესი კროსვორდი აღმოაჩინეს

© AA/ Mahmut Serdar Alakuşანტიკური ხანის ქალაქი სმირნა იზმირში
ანტიკური ხანის ქალაქი სმირნა იზმირში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარია წარწერების კოლექციაზე, რომელიც მასშტაბით პომპეის გათხრებისას აღმოჩენილ გრაფიკას უტოლდება.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თურქმა არქეოლოგებმა ქალაქ იზმირში (ანტიკური ქალაქი სმირნა) გათხრებისას უძველესი ბაზილიკის კედლებზე საინტერესო წარწერები აღმოაჩინეს – ეს ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ დაშიფრული სიტყვებია, იუწყება "Sputnik-თურქეთი".

გათხრების ხელმძღვანელის, არქეოლოგიის პროფესორ აკინ ერსოის თქმით, ეს წარწერები დაახლოებით ჩვენს ერამდე 2,5-2 ათასი წლით თარიღდება და ჯერჯერობით პირველი ანტიკური კროსვორდი-თავსატეხია. Smyrna Antik Kenti'nde bulunan 2500 yıllık bulmaca. pic.twitter.com/MlDIdSFKno

„ცნობილი ანტიკური ქალაქის არქეოლოგიური გათხრებისას ჩვენ კედლის წარწერების ძალიან მდიდარი კოლექცია აღმოვაჩინეთ, რომელიც 3 ათასზე მეტ ბერძნულ სიტყვას, ასოსა და ნახატს შეიცავს“, — აღნიშნა ერსოიმ. 

საუბარია წარწერების კოლექციაზე, რომელიც მასშტაბით პომპეის გათხრებისას აღმოჩენილ გრაფიკას უტოლდება.  

ანტიკური ქალაქის ცენტრალურ მოედანზე – აგორაზე შემორჩენილ სვეტებსა და შენობების ფრაგმენტებზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხომალდების, ცხოველების, გლადიატორების უამრავი გამოსახულება. ნახატების გარდა არის წარწერები, მათ შორის – სიყვარულის ახსნა, ოლიმპოს ღმერთებისადმი ლოცვა, კროსვორდის ამოხსნაც კი შეიძლება. ერსოის თქმით, ეს წარწერა აკროსტიქს ჰგავს, ის შესრულებულია ხუთ სტრიქონად და ხუთ სვეტად. მესამე სტრიქონსა და მესამე სვეტში კი ჩაწერილია ცენტრალური სიტყვა – „ლოგოს“.

„ჩვენი ვარაუდით, ეს ანტიკური კროსვორდია“, — განაცხადა პროფესორმა. 

მისი თქმით, ეს წარწერები საშუალებას მისცემს მეცნიერებს უფრო ახლოს გაიცნონ იმ პერიოდის ხალხის ცხოვრება, გაიგონ, რა აინტერესებდათ და რა აღელვებდათ. 

ყველა ახალი ამბავი
0