ირანი აშშ-ს მზვერავი თვითმფრინავების ჩამოგდებით დაემუქრა

© photo: Sputnik / Alexander Kovalyov / გადასვლა მედიაბანკშიF-16
F-16 - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავების ირანის სანაპიროების სიახლოვეზე ფრენასთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ მათ ირანელთა რეაქცია აინტერესებდათ.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ირანმა 10 სექტემბერს აშშ-ის ორი მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ განაცხადა, რომლის ბორტზეც 33 ადამიანი იმყოფებოდა, ორივე თვითმფრინავმა ირანის საზღვრის სიახლოვეს ჩაიფრინა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ Fox News-ზე დაყრდნობით.

გასულ შაბათს თვითმფრინავმა P-8 Poseidon-მა, რომლის ბორტზეც 9 ადამიანი იმყოფებოდა და EP-3 Eries-მა, რომლის ეკიპაჟიც 24 წევრისგან შედგებოდა, ფრენები ირანის სანაპიროებიდან 13 მილში განახორციელეს, იუწყება ტელეარხი Fox News-ი თავდაცვის სფეროდან სამ წყაროზე დაყრდნობით.

ფრენის დროს ირანელმა სამხედროებმა ამერიკელები რადიოს საშუალებით შესაძლო საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. თუმცა, ამერიკელმა სამხედროებმა იგნორირება გაუკეთეს აღნიშნულ განცხადებას და საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ფრენა განაგრძეს.

„ჩვენ ირანელთა რეაქციის გამოცდა გვსურდა“, — განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ტელეარხთან საუბრისას.

აშშ დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს 1.7 მლრდ აშშ დოლარი გადაუხადა

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სამხედროები ირანელთა ქმედებას „არაპროფესიონალურად“ თვლიან, ისინი მოსალოდნელ საფრთხის არსებობაში დარწმუნებული არ არიან, რადგან მოცემულ რაიონში ვერ აღმოაჩინეს ირანელთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოწყობილობები.

მანამდე აშშ-მ არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანელთა კატარღები სპარსეთის ყურეში ამერიკელთა გემებს ძალზე ახლო მანძილზე უახლოვდებოდნენ — ერთ შემთხვევაში აშშ-ის გემებმა წყლის ზედაპირზე გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს.

ყველა ახალი ამბავი
0