ერდოღანმა დაზვერვისა და გენშტაბის დაქვემდებარება მოითხოვა

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშირეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის ლიდერმა ქვეყნის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის წინადადება წამოაყენა.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა წამოაყენა წინადადება, დაიქვემდებაროს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია, იუწყება „რია ნოვოსტი“ თურქულ ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით.

ეს წინადადება პრეზიდენტმა პარლამენტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას დააყენა და ოპოზიციას კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

თურქეთში ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, გენერალური შტაბი და დაზვერვა პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება.

ყველა ახალი ამბავი
0