17:37 20 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
სიტუაცია ალმათში

სიტუაციას ალმათში პოლიცია აკონტროლებს

© REUTERS / Pavel Mikheyev
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
10 0 0

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა ალმათში სროლებს ტერორისტული აქტი უწოდა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. სიტუაცია ალმათში, სადაც  შეიარაღებული ადამიანები პოლიციელებს დაესხნენ თავს, სტაბილურია და სამართალდამცავების მიერ კონტროლდება, განაცხადა ბრიფინგზე ქალაქის ანტიტერორისტული ოპერატიული შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სალტანატ აზირბეკმა.

„ამჟამად ქალაქში სიტუაცია სტაბილურია, საფრთხე არ არის.  სამართალდამცავი ორგანოები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას“,-განაცხადა მან.

შტაბის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლებით „მკვლელობა“, „შენობა-ნაგებობაზე იერიში“, „ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალის გამოყენება“. მისი სიტყვებით, შექმნილია სამძებრო-ოპერატიული ჯგუფი სამართალდამცავი ორგანოების ყველაზე გამოცდილი თანამშრომლების შემადგენლობით.

ალმათი
© photo : ИА Новости-Кзахастан, Анатолий Устиненко

ალმათში შეიარაღებულ პირთა ჯგუფის თავდასხმის შედეგად პოლიციისა და სამოქალაქო პირებიდან ხუთი ადამიანია გარდაცვლილი, კიდევ შვიდი — დაჭრილია. ორშაბათს ქალაქში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, „წითელი“ დონე გამოცხადდა. ალმათში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია, მეორე დაკავებული პირი აღმოჩნდა ტაქსის მძღოლი, რომელსაც ბოროტმოქმედი ძალით აიძულებდა ქალაქში გადაადგილება განეხორციელებინა.

მთავარი თემები