21:33 23 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
ალმათი

ალმათში სროლისას ხუთი ადამიანი დაიღუპა

© Foto: ИА Новости-Кзахастан, Анатолий Устиненко
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
15 0 0

მანამდე ინფორმაცია ოთხი ადამიანის შესახებ გავრცელდა. შვიდი ადამიანი დაჭრილია.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ალმათში განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, იუწყება ალმათის ტერორიზმთან ბრძოლის საქალაქო ოპერატიული შტაბი.

მანამდე შსს-ს პრეს-სამსახურში ოთხი დაღუპულის — სამი პოლიციელისა და ერთი სამოქალაქო პირის შესახებ განაცხადეს.

„მართლსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად პოლიციისა და სამოქალაქო პირებიდან ხუთი ადამიანია გარდაცვლილი, კიდევ შვიდი — დაჭრილია“, — აღნიშნულია შტაბის განცხადებაში.

დღეს, დილით ალმათში შეიარაღებული ადამიანები პოლიციელებს დასხნენ თავს. ქალაქში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, „წითელი“ დონე გამოცხადდა. ალმათში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ორი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ალმათში სროლებს ტერორისტული აქტი უწოდა.

მთავარი თემები