04:26 22 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ანკარის პარლამენტი

თურქეთის პარლამენტი თავდასხმის საფრთხის ქვეშაა

© photo: Sputnik / Tumay Berkin
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
16 0 0

თურქი დეპუტატის განცხადებით, თავდასხმის საფრთხის გამო თურქეთის მეჯლისის შენობიდან ევაკუაცია მიმდინარეობს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო თურქეთის პარლამენტის შენობაში ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ მეჯლისის დეპუტატი ზია ფირი იტყობინება. 

„თავდასხმის შესახებ გვაცნობეს… მეჯლისში ევაკუაცია მიმდინარეობს“, — დაწერა „ტვიტერის“ თავის ოფიციალურ აკაუნტში დეპუტატმა პროქურთული პარტიიდან ზია ფირმა.

„შენობაში მყოფი დეპუტატები იქიდან გამოდიან“, — დაწერა მან მოგვიანებით.

15 ივლისს საღამოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. თურქეთის ხელისუფლებამ 16 ივლისს დილით განაცხადა, რომ ამბოხება ჩახშობილია.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 290-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1,4 ათასზე მეტი დაიჭრა. საქმეზე დაკავებულია 3 ათასამდე ეჭვმიტანილი.

მთავარი თემები