21:41 23 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
ალმათი

ალმათში თავდასხმისას სამი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა

Sputnik
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
2501

თავდასხმის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ალმათში თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა, იუწყება ორშაბათს საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-ყაზახეთი“ ყაზახეთის შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

უწყების ინფორმაციით, 18 ივლისს, დაახლოებით დილის 11 საათზე შინაგან საქმეთა ალმათის დეპარტამენტის ალმალინის რაიონულ სამმართველოში შეჭრის მცდელობისას გუშაგი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც დამნაშავემ პოლიციის თანამშრომლის ავტომატური იარაღი გაიტაცა და მიიმალა.

„დამნაშავის დევნისას მან პოლიციის ეკიპაჟის მიმართ გატაცებული იარაღი გამოიყენა, რის შედეგად საპატრულო ეკიპაჟის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა“, — ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, ეჭვმიტანილის ვინაობა დადგინდა, შეიარაღებული დაპირისპირებისას ის პოლიციის თანამშრომლებმა დაჭრეს და დააკავეს.

დაკავებისას დაიჭრა პოლიციის ორი თანამშრომელი.

„სამწუხაროდ, დამნაშავემ მანამდე ქალაქის მცხოვრების მსუბუქი ავტომობილის გატაცება სცადა, რომლის დროსაც მძღოლი დაიჭრა და დაიღუპა. მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა პოლიციის სამი თანამშრომელი“, — აღნიშნულია პრეს-რელიზში.

მთავარი თემები