04:55 24 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
ერდოგანი

ერდოღანი სიკვდილით დასჯის შესახებ: ხალხის მოთხოვნის იგნორირება არ შეიძლება

© REUTERS / HUSEYIN ALDEMIR
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში (41)
59 0 0

კვირას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას დაღუპულებთან გამოთხოვების ცერემონია გაიმართა. შეკრებილები სახელმწიფოს მეთაურისგან დამნაშავეთა დასჯას ითხოვდნენ.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის შემოღებას, იუწყება სააგენტო РИА Новости თურქულ ტელეარხ NTV-ზე დაყრდნობით. 

მანამდე თურქეთში სასჯელის უმაღლესი ზომის შემოღებაზე განცხადება მთავრობის მეთაურმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა. მისი თქმით, ამ საკითხზე პარლამენტში, პარტიაში და საკონსტიტუციო საბჭოში იმსჯელებენ. 

„დემოკრატიის დროს ხალხის ნება არ შეიძლება იგნორირებულ იქნას. ეს თქვენი უფლებაა. ეს შეფასებული იქნება კონსტიტუციური პროცესის ფარგლებში შესაბამის ინსტანციებში, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას“, — განაცხადა ერდოღანმა სტამბულში სამხედრო გადატრიალების მცდელობის მსხვერპლთა დაკრძალვის ცერემონიაზე შეკრებილთა პასუხად, რომლებიც ყვიროდნენ „გვინდა სიკვდილით დასჯა“. 

თურქეთის ხელისუფლებამ 15 ივლისის საღამოს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ გაავრცელა განცხადება. თავის მხრივ სამხედროებმა განაცხადეს ხელისუფლების მათ ხელში გადასვლის შესახებ. 16 ივლისის დილით ამბოხებულმა სამხედროებმა ჩაბარება დაიწყეს. თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პუტჩის მცდელობა ჩაიშალა. 

თურქმა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 3 ათასამდე ადამიანი, მათ შორის უმაღლესი და საშუალო ჩინის სამხედროები. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 265 ადამიანი, მათ შორის 104 ამბოხებული. 

თემები:
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში (41)

მთავარი თემები