CNN: ლუიზიანაში სროლებისას სამი პოლიციელი მოკლეს

© AFP 2024 / Laura Buckman ამერიკელი პოლიციელი დალასში არეულობის დროს
ამერიკელი პოლიციელი დალასში არეულობის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი ტელეარხი WAFB იუწყება, რომ დაღუპულია ორი პოლიციელი, კიდევ ორი კი – დაჭრილია.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ლუიზიანას შტატში (აშშ) სროლებისას სულ ცოტა შვიდი პოლიციელი დაიჭრა, კიდევ სამი, დაუზუსტებელი მონაცემებით, მოკლულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ CNN–ზე დაყრდნობით. 

ქალაქ ბატონ–რუჟის მერის კიპ ჰოლდენის მონაცემებით, რომელიც ადგილობრივ ტელეარხზე  WFAB გამოვიდა, დაჭრილია რამდენიმე პოლიციელი. ისინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მსოფლიოს ქალაქები. ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
აშშ-ში სროლისას რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი ბავშვია

მანამდე ტელეარხი NBC აცხადებდა, რომ პოლიციელებზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ამასთან, ტელეარხი WAFB იუწყება, რომ დაღუპულია ორი პოლიციელი, კიდევ ორი კი – დაჭრილია.

„ამ დროისთვის ოთხი დაჭრილი პოლიციელის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ორი მოკლულია, ორი კი – დაჭრილი“, – განაცხადა ტელეწამყვანმა.

ივლისის დასაწყისში ბატონ–რუჟში პოლიციამ აფროამერიკელი მოკლა. ამ შემთხვევის, ასევე მინესოტაში კიდევ ერთი აფროამერიკელის მკვლელობის შემდეგ აშშ–ის ბევრ ქალაქში საპროტესტო აქციები დიწყო. ბატონ–რუჟში საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ თითქმის 160 ადამიანი დააკავა. 


ყველა ახალი ამბავი
0