სტამბულში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სტამბულის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მოხდა.

თბილისი, 7 ივნისი  — Sputnik. სტამბულში აფეთქება მოხდა ავტობუსის გაჩერებასთან; ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა, იუწყება სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება სტამბულის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მოხდა.

İstanbul Sancaktepe'de patlama - Sputnik საქართველო
სტამბულში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, დაჭრილია შვიდი ადამიანი

ადგილობრივი ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, აფეთქება სპეცდანიშნულების ძალების ავტობუსთან მოხდა, რის შემდეგაც გაისმა რამდენიმე გასროლის ხმა.

ბოლო პერიოდში სტამბულში ტერაქტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ანალოგიური ფაქტი მაისის შუა რიცხვებში მალთეფეს რაიონში მოხდა, რამდენიმე დღით ადრე კი ამ ქალაქში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ხუთი სამხედრო იყო.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თურქეთში აკრძალულმა ქურთისტანის მუშათა პარტიამ აიღო.

ყველა ახალი ამბავი
0