00:24 23 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
სამძებრო სამუშაოები ლაინერის ჩამოვარდნის ადგილას

ავსტრალიურმა ოჯახებმა ევროპის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

© Sputnik/ Андрей Стенин
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
1601

სარჩელი ასევე მზადდება ავიაკომპანია Malaysia Airlines–ის წინააღმდეგ, რომლის თვითმფრინავიც უკრაინის დონეცკის ოლქში 2014 წლის ივლისში ჩამოვარდა. დაიღუპა 198 ადამიანი.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. შვიდმა ავსტრალიურმა ოჯახმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთით MH17–ის რეისის კატასტროფას უკავშირდება. 

სარჩელში მოპასუხეები არიან რუსეთი და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. სარჩელი ასევე მზადდება ავსტრალიის ფედერალურ სასამართლოში შესატანად ავიაკომპანია Malaysia Airlines–ის წინააღმდეგ.

სარჩელი გააფორმა იურიდიულმა ფირმა LHD Lawyers–მა. მოსარჩელეები თითოეული დაღუპული ნათესავისთვის 10 მლნ აშშ დოლარს მოითხოვენ, წერს შაბათს ავსტრალიური ახალი ამბების გამოცემა News. სასარჩელო საქმეს ავიაციის სფეროში იურიდიულ საკითხთა სპეციალისტი ჯერი სკინერი ჩაუდგა სათავეში.

სკინერი, რომლის საქმე 3500 გვერდს ითვლის, ირწმუნება, რომ რუსეთი თავიდანვე არ თანამშრომლობდა MH17–ის საქმის გამოძიებაში. მისი განცხადებით, ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, მიიღებს თუ არა ის სარჩელს განსახილველად.

ავსტრალიის ფედერალურ სასამართლოში შესატანად სარჩელი ასევე მზადდება ავიაკომპანია Malaysia Airlines–ის წინააღმდეგ, რომლის თვითმფრინავიც უკრაინის დონეცკის ოლქში 2014 წლის ივლისში ჩამოვარდა. იქ ამ დროს საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. 


მთავარი თემები