18:50 22 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8357
  • 100 RUB3.8519
  • USD2.4579
ევროვიზია 2016

უკრაინას ევროვიზიის ჩატარება სპონსორების ხარჯზე შეუძლია

© photo: Anna Velikova (EBU)
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
15 0 0

უკრაინის კულტურის მინისტრი მხარს უჭერს ფინანსთა მინისტრს, რომლის აზრით ევროვიზია სპონსორების, საინვესტიციო სახსრების ხარჯზე უნდა ჩატარდეს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ „ევროვიზია 2017“–ის ჩატარებისთვის სახსრების 90% სპონსორების, ინვესტიციების ხარჯზე იქნება, რათა ის ქვეყნის ბიუჯეტს არ დააწვეს მხრებზე, განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის კულტურის მინისტრმა ევგენი ნიშჩუკმა.

 „ევროვიზია 2016“–ის გამარჯვებული უკრაინელი მომღერალი ჯამალა გახდა.

მომღერალი ჯამალა
SPUTNIK/ ИГОРЬ ЗАРЕМБО
მომღერალი ჯამალა

კონკურსის წესების მიხედვით, კონკურსს მომდევნო წელს გამარჯვებულმა ქვეყანამ უნდა უმასპინძლოს. ფინანსთა მინისტრი ალექსანდრ დანილიუკი წინადადებით გამოვიდა, შეფასდეს კონკურსის ჩატარების მიზანშეწონილობა, რადგან მისი ორგანიზება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი კონკურსის ჩატარებაზე უარს არ იტყვიან.

„ფინანსთა მინისტრი, ბუნებრივია, შეშფოთებულია, მას ეკისრება ბიუჯეტზე პასუხისმგებლობა. მე დავუკავშირდი ალექსანდრ დანილიუკს. მას თავად ესმის, რომ ევროვიზია უკრაინისთვის საჭიროა. სხვა საქმეა, რომ მიგვანიშნებს, ევროვიზიის ჩატარების ხარჯის 90% სახელმწიფო ბიუჯეტს არ დააწვეს მხრებზე, არამედ იყოს სპონსორების, ევროპული, საინვესტიციო. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ“, – განაცხადა ნიშჩუკმა.

მინისტრის თქმით, ის ფინანსთა მინისტრის პოზიციას მხარს უჭერს. მისი აზრით, სახსრების შემოდინება შესაძლებელია, მაგალითად, ბილეთების გაყიდვის, რეკლამის ხარჯზე.

მთავარი თემები