08:50 18 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
იენს სტოლტენბერგი

სტოლტენბერგი: ნატოს რუსეთთან ახალი „ცივი ომი“ არ სურს

https://www.facebook.com/NATO?fref=ts
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
2001

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი მხოლოდ პასუხობს რუსეთის ქმედებებს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ინვესტიციებს ინტენსიურად ახორციელებს. ალიანსი ივლისის დასაწყისში აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთთან ახალი „ცივი ომი“ არ სურს, ამიტომ მხოლოდ საპასუხო ზომებს მიმართავს, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონურ ტელეარხ TVN–თან ინტერვიუში.

„დიდი ხანია ვაკვირდებით, როგორ ახორციელებს ინვესტიციებს რუსეთი შეიარაღებულ ძალებში“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ნატო მხოლოდ პასუხობს ამ ქმედებებს და თავდაცვას აძლიერებს, ასევე გაურბის ესკალაციას და ღია დიალოგს უჭერს მხარს.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამჟამად ალიანსი ნატოს წევრებისთვის უშუალო საფრთხეს ვერ ხედავს.

„ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა, რომლის შექმნასაც „ცივი ომის“ შემდეგ ვცდილობდით. ამავდროულად, ეს არ არის კონფრონტაცია, ჩვენ ახალი „ცივი ომი“ არ გვინდა“, – აღნიშნა მან.

სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ალიანსის განზრახვაზე, გააძლიეროს თავისი აღმოსავლეთ ფლანგი.

„ჩვენ თვალნათლივ სიგნალს ვაგზავნით, რომ ნატო თავის ყველა მოკავშირეს იცავს საფრთხისგან, ეს ნატოს ძირითადი გზავნილი და მისი მთავარი ძალაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ყოფნის შესახებ ივლისის დასაწყისში ვარშავის სამიტზე მიიღებენ.


მთავარი თემები