17:20 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ღვინო

ყავას და ღვინოს შესაძლოა ორგანიზმზე სასიკეთო გავლენა ჰქონდეს

© Veralline
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
27 0 0

ამ პროდუქტების გამოყენებას შეუძლია ხელი შეუწყოს ნაწლავის შიგნით სასარგებლო ბაქტერიების გამრავალფეროვნებას.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ყავისა და ღვინის გამოყენებას შეუძლია ნაწლავის შიგნით სასარგებლო ბაქტერიების გამრავალფეროვნება, მაშინ, როცა რძეს იმავე სიტუაციაზე საპირისპირო ეფექტი აქვს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჰოლანდიელი მეცნიერები, რაზეც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости  გამოცემა EurekAlert-ზე დაყრდნობით წერს. 

კვლევას საფუძვლად დაედო ნაწლავის ფლორის შემადგენელი ბაქტერიების დნმ-ის შესწავლა. სულ ამ ექსპერიმენტში 1100-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

აღნიშნულმა ანალიზმა საშუალება მისცა მეცნიერებს შეესწავლათ, რა ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას მიკრობიომის (ნაწლავის ფლორა, რომელიც ყველა ადამიანში უნიკალურია) სახესხვაობებზე. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ იოგურტს ან დოს, უფრო მრავალფეროვანი ნაწლავური ფლორა აქვთ. ამასთან ეს მრავალფეროვნება უფრო იზრდება ყავისა და ღვინის გამოყენების შემდეგ, მაშინ როცა რძის მიღებას საპირისპირო შედეგი აქვს. 

„ჩვენ აღმოვაჩინეთ სულ 60 დიეტური ფაქტორი, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სასარგებლო ბაქტერიების მრავალფეროვნებაზე. ზუსტად რას ნიშნავს ეს — ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი მიმართება ჯანმრთელობასა და ნაწლავის მრავალფეროვნებას შორის: რაც მეტია მრავალფეროვნება, მით უკეთესი“, — ამბობს მკვლევარი ალექსანდრა ჟერნაკოვა. 

ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი ანალიზი უნიკალურია, რადგან, მათ ჯანმრთელი ადამიანების ნაწლავის ფლორა შეისწავლეს, მანამდე კი მსგავსი კვლევები მხოლოდ ავადმყოფებს უტარდებოდათ. 


მთავარი თემები