აშშ-ში პრინცის სეიფი გახსნეს, სადაც რამდენიმე ათასი აუდიო ჩანაწერი აღმოჩნდა

© AP Photo / SUZANNE PLUNKETT, SUZANNE PLUNKETTPrince (1958-2016)
Prince (1958-2016) - Sputnik საქართველო
გამოწერა
არქივში შესაძლოა მუსიკოსის 2 ათასზე მეტი აუდიოჩანაწერი ინახებოდეს, თუმცა მათი ბედი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება, რაც სასამართლო პრინცის მემკვიდრეობის საკითხს გადაწყვეტს.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. კომპანია Bremer Trust-ის თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მომღერლის — პრინცის სეიფი გახსნეს, რომელშიც სავარაუდოდ მომღერლის რამდენიმე ათასი გამოუქვეყნებელი ნაწარმოები ინახება. კომპანიის თანამშრომლებმა მომღერლის მემკვიდრეობის დროებით განკარგვის უფლება მიიღეს, იტყობინება სააგენტო РИА Новости,  ABC News-ზე დაყრდნობით. 

პრინცმა, რომელმაც 39 ალბომი გამოსცა და ათეულობით მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა, ტელეარხის ინფორმაციით, თავისი არქივი მხოლოდ ერთხელ ახსენა და თქვა რომ იქ ძალიან ბევრი ნაწარმოებია, და იმედი აქვს რომ ვინმე მათ ოდესმე გამოსცემს. 

მანამდე მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ იქ შესაძლოა 2 ათასზე მეტი ნაწარმოები იყოს. უფრო ზუსტი ინფორმაცია სეიფის შემადგებლობაზე არ ვრცელდება. 

მუსიკოსი Prince თეატრ  Apollo-ში ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
ტრეკების ტოპ-ხუთეული, რომლებმაც პრინცი ლეგენდად აქციეს

ვინაიდან პრინცს არ დაუტოვებია ანდერძი, აუდიოჩანაწერების ბედი იმაზე ადრე არ გაირკვევა ვიდრე არ გადაწყდება მუსიკოსის მემკვიდრეობის საკითხი. 

პრინცი — ცნობილი ამერიკელი მომღეტალი, გიტარისტი, კომპოზიტორი და სიმღერების ავტორი ქალაქ მინეაპოლისში 1958 წელს დაიბადა. იგი მარავალჯერ იყო „გრემის“, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიების ლაურეატი. 2005 წელს მისი სახელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიტანეს. 

მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Purple Rain, Call My Name, Kiss, I Feel For You და სხვა. 


ყველა ახალი ამბავი
0