რიივასი Sputnik-ზე: ესტონეთში სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება არ შეიძლება

© photo: Sputnik / Александр Кряжев / გადასვლა მედიაბანკშისააგენტო "Sputnik"
სააგენტო  Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესტონეთის კონსერვატიული პარტიის (EKRE) დეპუტატებმა ტაავი რიივასისადმი ოფიციალურ მოთხოვნაში პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, Sputnik-ის ცოტა ხნის წინ გახსნილი ესტონური ვერსიის პირობებში თუ როგორ აპირებს მისი მთავრობა დაუპირისპირდეს „რუსულ პროპაგანდას“.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. რიივასის განცხადებით, პროპაგანდის საუკეთესო წამალი — ეს თავისუფალი მედიაა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ესტონეთის სამთავრობო ორგანიზაციები Sputnik-ს არ მიიჩნევენ არც მასობრივი ინფორმაციის საშუალებად, არც თავისუფალი პრესის წარმომადგენლად, თუმცა, ყველა მაინც სიტყვის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარეობს. და მაინც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს პორტალის საქმიანობას, იუწყება „Sputnik ესტონეთი“

Sputnik - Sputnik საქართველო
Sputnik-ი ლატვიის ხელისუფლებამ დაბლოკა

„ამიტომ, მათი მხრიდან ესტონეთის კანონების დარღვევის ან სიტყვის თავისუფლების უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მხრიდან შესაბამის რეაქციას უნდა ველოდოთ“, — აღნიშნა მან.

რიივასმა დასძინა, რომ „რუსულ პროპაგანდაზე“ ესტონეთის რეაქცია ნატოსა და ევროკავშირის მიერ გამოყენებულ კომუნიკაციურ სტრატეგიას შეესაბამება. კერძოდ, ესტონეთის მთავრობა არასასიამოვნო ინფორმაციის დასაპირისპირებლად ოთხ ძირითად პრინციპს ემხრობა.

ესტონური დემოკრატიის ოთხი ვეშაპი

პირველ რიგში, მინისტრთა კაბინეტი აპირებს თვალყური ადევნოს „მტრულ პროპაგანდას“ და შეძლებისდაგვარად, საზოგადოების წინაშე მისი მექანიზმები ამხილოს, ასევე ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნების განვითარებას ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან.

მეორე, „პროპაგანდის“ საპირწონედ აუცილებელია ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების წარდგენა. მაგალითის სახით რიივასმა რუსულენოვანი არხის ETV+ ჩაშვება და მისი შემდგომი განვითარება დაასახელა. არხის რეიტინგზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად ეს მისთვის უცნობია.

მესამე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აუცილებელია საკუთარი პოზიციების უფრო აქტიური გამოხატვა და თუ საჭირო გახდება, მათი გამეორებაც.

დაბოლოს, მეოთხე პრინციპი: ესტონეთმა სწრაფად ცვლადი მედიატექნოლოგიების სფეროს შესაბამისად, თავისი კანონები დროულად უნდა შეცვალოს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო  Россия сегодня -ს გენერალური დირექტორი დიმიტრი კისილიოვი - Sputnik საქართველო
„Sputnik ლატვიას" დახურვას კისილიოვმა პანიკა უწოდა სამართლებრივ ველს მიღმა

ტესტი დემოკრატიასა და ტოლერანტობაზე

პრემიერ-მინისტრმა ხელიდან არ გაუშვა შანსი, კენჭი ესროლა იმის ბოსტანში, ვინც ის ტატამზე გამოიწვია. კერძოდ, „მოხვდა“ EKRE-ს თავმჯდომარე მარტ ჰელმეს. რიივასმა ის  რუსეთთან უფრო კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების სურვილში ამხილა. ჰელმემ, თავის მხრივ, უპასუხა, რომ მთავრობის ხელმძღვანელი მისი პარტიის კრებებზე არც ერთხელ არ ყოფილა და შესაბამისად, მისი შინაარსის შესახებ არ შეიძლება იცოდეს.

ცნობილმა პუბლიცისტმა როდიონ დენისოვმა აღნიშნა, რომ „Sputnik-ის თემის განხილვა პარლამენტში — ეს ესტონელი პოლიტიკოსების თავისებური ტესტია დემოკრატიულობაზე, სიტყვის თავისუფლებასა და ალტერნატიული პოზიციებისადმი ტოლერანტობაზე“.

პრემიერ-მინისტრმა ტაავი რიივასმა, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას, ყველა ერთმნიშვნელოვან მომენტს გვერდი აუარა და პრინციპში, სტატუს-კვო შეინარჩუნა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის მეთაურმა დემოკრატიულობაზე ტესტი გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0