თვითმფრინავ А320-ის გამტაცებელი ეგვიპტელი იბრაჰიმ სამაჰია

© photo: Sputnik / YIANNIS KOURTOGLOUთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამტაცებელი ლაინერის მარშრუტის შეცვლას მოითხოვდა. მან პილოტებს თვითმფრინავის კვიპროსზე, ლარნაკის აეროპორტში დასმა აიძულა. ამჟამად ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ეგვიპტელი მფრინავის მეშვეობით აწარმოებს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ავიაკომპანია Egypt Air-ის თვითმფრინავის გამტაცებელი იბრაჰიმ სამაჰია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ეგვიპტის ტელევიზიაზე დაყრდნობით.

მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ გამტაცებელი თვითფრინავის მეთაურსა და მგზავრებს ემუქრებოდა, რომ თუ ისინი მის მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ, ის ჯიჰადის ქამარს აამოქმედებდა. მან მარშრუტის (ალექსანდრია-კაირო) შეცვლა მოითხოვა და თვითმფრინავი კვიპროსის ლარნაკის აეროპორტში დაეშვა. შემდეგ მან მგზავრთა ნაწილი გაუშვა. ამჟამად ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ეგვიპტელი მფრინავის მეშვეობით აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0