ტერაქტის შემდეგ სტამბულის ქუჩები დაცარიელდა

© REUTERS / OSMAN ORSALპოლიციელები სტამბოლის ქუჩებში ტერაქტის შემდეგ
პოლიციელები სტამბოლის ქუჩებში ტერაქტის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ისთიქლიალის ცნობილი ქუჩა, სადაც შაბათს ტერაქტი მოხდა, უკვე გახსნილია, იქ უჩვეულოდ ცოტა ხალხი მოძრაობს.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სტამბულის ხალხმრავალი ქუჩები შაბათს მომხდარი ტერაქტის შემდეგ უჩვეულოდ ცარიელია. მოქალაქეთა უმრავლესობამ, უსაფრთხოების მიზნით, უქმეების შინ გატარება არჩია, იუწყება РИА Новости გაზეთ Hurriyet–ზე დაყრდნობით.

ტერაქტის ადგილი სტამბულში - Sputnik საქართველო
ხუთი ადამიანი დაიღუპა და 36 დაიჭრა თურქეთში მომხდარი მორიგი ტერაქტის დროს

სტამბულის ქუჩები გუშინ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შემდეგ დაცარიელდა. მიუხედავად იმისა, რომ ისთიქლიალის ცნობილი ქუჩა, სადაც შაბათს ტერაქტი მოხდა, უკვე გახსნილია, იქ უჩვეულოდ ცოტა ხალხი მოძრაობს.

„ადამიანებს ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ. დღეს ჩვენი მუდმივი კლიენტები არ გამოჩენილან. ბევრმა რესტორნებში შეკვეთები გააუქმა“, — თქვა ადგილობრივმა მაღაზიის მეპატრონემ.

ასევე უჩვეულოდ ცარიელია სტამბულის სამანქანე გზები, რომლებზეც, უმეტესად, გამუდმებული საცობებია.

ტერაქტი სტამბოლში - Sputnik საქართველო
თურქეთის შსს: სტამბულის ტერაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტმა მოაწყო

„სხვა დროს ქალაქის ცენტრში ძლივს ვმოძრაობთ ხოლმე, დღეს კი სიცარიელეა“, — განაცხადა ერთ–ერთმა ტაქსისტმა.

ტერაქტის შემდეგ ასევე ხალხის სიმცირეა ქალაქის აზიურ ნაწილშიც, მეტროშიც და ბოსფორის საბორნე გადასასვლელებზეც.

შაბათს სტამბოლის ცენტრში, ისთიქლიალის ქუჩაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ხელისუფლება ხუთი დაღუპულისა და 36 დაშავებულის თაობაზე იუწყება. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც ტურისტთა თავშეყრის ადგილია, ასევე მდებარეობს სხვადასხვა სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიები.

ყველა ახალი ამბავი
0