ბერლინში, სავარაუდოდ, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

ბერლინი
ბერლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფეთქება ბერლინის დასავლეთ ნაწილში, შარლოტენბურგის რაიონში მოხდა. ავტომანქანაში მყოფი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ამ ეტაპზე მისი ვინაობა დგინდება.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ბერლინში სამშაბათს მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა, რომელმაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც სააგენტო „რია ნოვოსტის“ ადგილობრივი პოლიციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, სავარაუდოდ, ავტომობილი დანაღმული იყო.

„მანქანაში ან მასზე იყო დამაგრებული. გარემოებები დგინდება“, — განაცხადა სააგენტოსთან უწყების წარმომადგენელმა.

პოლიცია მანქანის პატრონისა და გარდაცვლილის ვინაობის დადგენას ცდილობს.

შემთხვევა ბერლინის დასავლეთ ნაწილში, შარლოტენბურგის რაიონში დილის 08 სთ-ზე (თბილისის დროით 11.00 სთ) მოხდა. მეტროს სადგურ „ბისმარკშტრასისკენ“ მიმავალი ავტომობილი აფეთქდა, რის შემდეგაც იქვე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0