რუსული სამხედრო ძალების სირიიდან გამოყვანის ბრძანება თეთრი სახლისთვის მოულოდნელი იყო

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკაპიტოლიუმი
კაპიტოლიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულმა ტაქტიკამ სირიიდან საჰაერო-კოსმოსური ძალების გამოყვანის თაობაზე აშშ-ის ხელისუფლება საგონებელში ჩააგდო. ამერიკული გამოცემა სვამს კითხვას, მართლა შეძლო თუ არა ვლადიმირ პუტინმა და ბარაკ ობამას „ჭკუაში აჯობა“?

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანება 15 მარტიდან სირიიდან რუსული საჰაერო-კოსმოსური ძალების გამოყვანის შესახებ, როგორც ჩანს, თეთრი სახლის წარმომადგენლებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ამერიკულ გამოცემა Politico-ზე დაყრდნობით.

გაზეთის ინფორმაციით, ბრიფინგის დროს თეთრი სახლის პრეს-მდივანი ჯოშ ერნესტი ამ თემაზე დასმულ კითხვებს „გაურბოდა“. ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აუცილებელი ინფორმაციის სწრაფად შეკრებას ცდილობდნენ.

რუსეთის ავიაბაზა სირიაში - Sputnik საქართველო
ექსპერტი: რუსეთი, გეგმის შესაბამისად, სირიაში სამხედრო ძალებს ამცირებს

„ჩვენ ვნახეთ მოხსენებები, რომ პრეზიდენტმა პუტინმა სირიიდან რუსული საჰაერო-კოსმოსური ძალების გამოყვანის შესახებ განაცხადა. იმედი გვაქვს, ამის შესახებ უფრო მეტს უახლოეს საათებში შევიტყობთ“, — განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, იუწყება გამოცემა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს სირიიდან რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების დაჯგუფებების გამოყვანის ბრძანება მისცა, რადგან, პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ავიაციის წინაშე დასმული ამოცანები შესრულებულია.

ყველა ახალი ამბავი
0