„ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აბუ უმარ აშ-შიშანი ლიკვიდირებულია

© AP Photo.ომარ ალ შიშანი
.ომარ ალ შიშანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომოპანია CNN-ს პენტაგონში დაუდასტურეს, მათი თქმით „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი 4 მარტს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. პენტაგონმა დაადასტურა რომ აბუ უმარ აშ–შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის დაღუპვის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" CNN-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ინფორმაციის თანახმად,  თარხან ბათირაშვილი 4 მარტს სირიის ჰასაკას პროვინციის ქალაქ ეშ-შადადის რაიონში განხორციელებული ავიადარტყმების დროს დაიჭრა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამ ავიადარტყმების შედეგად ასევე დაიღუპა მისი რამდენიმე მცველი. 

ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობის წევრი იყო და ამ სტრუქტურაში გარკვეული თანამდებობები, მათ შორის „სამხედრო მინისტრის“ თანამდებობა ეჭირა. მანამდე აშშ-მა 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბათირაშვილის ლიკვიდაციით დასრულდებოდა. ტერორისტის სიკვდილსა და ტყვედ ჩავარდნაზე ცნობები მასმედიამ არაერთხელ გაავრცელა, თუმცა პენტაგონი ამ ინფორმაციას უარყოფდა. 


ყველა ახალი ამბავი
0