დიდი ბრიტანეთი შესაძლოა ევროკავშირის დაშლის მიზეზი გახდეს

© Pixabay / fotofan1ლონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან მთელს ევროპაში სეპარატიზმის ტალღას გამოიწვევს, განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის შესაძლო გასვლა ევროკავშირიდან მთელს ევროპაში ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის ტალღას გამოიწვევს, აღნიშნულია ჩეხეთის პრემიერის ბოგუსლავ სობოტკას სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ოთხშაბათს საღამოს რესპუბლიკის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, რაც მე კატეგორიულად არ მინდა, ეს მთელ ევროპაში ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის ტალღას გამოიწვევს. ევროპის იდეა შესუსტდება. ხოლო მემარჯვენე ექსტრემისტები და ნაციონალისტები ადრე თუ გვიან ამ თემას წამოწევენ როგორც ჩეხეთში, ისე სხვა ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ წინადადება ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ სრულებით უაზრო, მავნებლური და საშიშია", — განაცხადა სობოტკამ.

პრემიერის აზრით, ევროკავშირის წევრობა ჩეხეთისთვის წარმატებებისა და უსაფრთხოების საკვანძო გარანტიები, ასევე მისი ევროპული იდენტურობის დადასტურებაა; ეს 1989 წლის შემდეგ ჩეხეთის საზოგადოების პროდასავლური და დემოკრატიული განვითარების შედეგია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ადრე განაცხადა, რომ რეფერენდუმი ქვეყნის ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ 23 ივნისს გაიმართება. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა თებერვლის ბოლოს მსჯელობდნენ დიდი ბრიტანეთის მოთხოვნაზე ევროკავშირში თავისი წევრობის ახალი პირობების შესახებ. ბრიტანეთის პრემიერი ახალ პირობებს ოთხ სფეროში მოითხოვდა: კონკურენცია, სუვერენიტეტი, სოციალური პოლიტიკა და ეკონომიკური მართვა. სამიტის შედეგებით შეთანხმდნენ პირობებზე, რომლითაც დევიდ კემერონი მომავალ რეფერენდუმზე თავისი ქვეყნის ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭერს მხარს.

ყველა ახალი ამბავი
0