256 წლის ჩინელის დღეგრძელობის საიდუმლო ამოხსნილია

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთი
ჩინეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინელი ცინიუნი 240–ჯერ იყო დაქორწინებული და 180 შვილი ჰყავდა. ის სამკურნალო მცენარეების შესწავლით იყო გატაცებული და სუნთქვით ვარჯიშებს მისდევდა, ამიტომაც 156 წლის ასაკში 60 წლის კაცის შეხედულება ჰქონდა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ამერიკული გაზეთის, New York Times–ის არქივში უნიკალური ინტერვიუ აღმოაჩინეს, რომელიც 1928 წელსაა აღებული ჩინელი  დღეგრძელი მამაკაცისგან, — იუწყება სააგენტო Sputnik სომხეთი ტელეარხ МИР 24–ზე დაყრდნობით.

ინტერვიუში ჩინეთში მცხოვრები მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ 1677 წელს დაიბადა სოფელ სიჩუანში. მან მთელი ცხოვრება სამკურნალო მცენარეებისა შესწავლასა და მედიცინას მიუძღვნა. გარდაიცვალა 1933 წელს, როდესაც 256 წლისა იყო.

ლეგენდის თანახმად, სიკვდილის წინ მას წარმოუთქვამს ფრაზა: „მე გავაკეთე ყველაფერი, რაც უნდა გამეკეთებინა ამ სამყაროში და ახლა შინ მივემგზავრები“.

ჩინელმა მამაკაცმა ამერიკელ ჟურნალისტებს 1928 წელს საკუთარი დღეგრძელობის საიდუმლო გაანდო და უთხრა, რომ ეს ყველაფერი ვეგეტერიანელობის, შინაგანი წონასწორობისა და სიმშვიდის დამსახურებაა. ცინიუნი ძირითადად ბრინჯით იკვებებოდა და ბალახების ნაყენებს სვამდა.

ცინიუნის არცერთ ნათესავს არ ახსოვდა მისი ახალგაზრდობა, იმიტომ, რომ არ უნახავთ ახალგაზრდა. ზოგიერთები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ კაცი მათ პაპებს იცნობდა.

აღსანიშნავია, რომ ისტორიკოსები არ უარყოფენ ამ ადამიანის არსებობის ფაქტს, თუმცა მის დღეგრძელობაში ეჭვი ეპარებათ. ამასთან, 1930 წელს ჩენდუს უნივერსიტეტის პროფესორმა ბუ ჩენგ–ცზემ 1827 წლით დათარიღებული, ჩინეთის მთავრობის მიერ ხელმოწერილი მისალოცი ბარათები აღმოაჩინა. მთავრობა ლი ცინიუნს 150 წლისთავს ულოცავდა. 50 წლის შემდეგ კი კიდევ ერთხელ მიულოცა მას იუბილე — უკვე 200 წლისთავი. სწორედ ამით მტკიცდება, რომ ლი ცინიუნი 1677 წელს დაიბადა.

ყველა ახალი ამბავი
0