პოლ მაკარტნიმ წვეულებაზე ფეისკონტროლი ვერ გაიარა

© photo: Sputnik / Владимир Астапкович / გადასვლა მედიაბანკშიპოლ მაკარტნი
პოლ მაკარტნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკარტნისთან ერთად წვეულების მიღმა დარჩნენ 2014 წლის „გრემის“ მფლობელი მულტი ინსტრუმენტალისტი ბექ ჰენსენი (Beck) და ამერიკული როკჯგუფის, Foo Fighters დრამერი ტეილორ ჰოკინსი.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სერ პოლ მაკარტნიმ ორჯერ სცადა გაევლო ფეისკონტროლი, რათა რეპერ თაიგას (Tyga) წვეულებაზე მოხვედრილიყო, რომელიც ამ უკანასკნელისთვის „გრემის“ მინიჭების აღსანიშნავად იმართებოდა, თუმცა, უშედეგოდ, — წერს "რია ნოვოსტი" CNN-ზე დაყრდნობით.

წვეულების მასპინძელი ირწმუნება, რომ არაფერი იცოდა ცნობილი მუსიკოსის სტუმრობის შესახებ.

„მე შემოსასვლელს არ ვაკონტროლებდი. არ ვიცოდი, რომ სერ პოლ მაკარტნი იქ იყო. მე ვიმღერე და წავედი“, — დაწერა თაიგამ „ტვიტერში“ და იქვე განმარტა, არავითარი მიზეზი არ მქონდა, რომ როკის ლეგენდა კლუბში არ შემომეშვაო.

იმ საღამოს პოლ მაკარტნი ერთადერთი მუსიკოსი არ იყო, ვინც „გრემის“ საღამოს მიღმა დარჩა. შესასვლელის წინ მასთან ერთად იდგნენ გრემის მრავალგზის ნომინანტი და მფლობელი ბექ ჰენსენი (Beck) და ამერიკული როკჯგუფის, Foo Fighters დრამერი ტეილორ ჰოკინსი.

როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, სერ მაკარტნი და მისი თანმხლებნი საბოლოოდ ხმის ჩამწერი ლეიბლის,  Republic Records-ის წვეულებაზე წავიდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0