YouTube-ს მფლობელი კომპანია უძვირესია მსოფლიოში

© AP Photo / Marcio Jose SanchezGoogle
Google - Sputnik საქართველო
გამოწერა
Alphabet-ის ღირებულება დაახლოებით 568 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო რეიტინგში მეორე ადგილზე გასული Apple-ის კაპიტალიზაცია 535 მლრდ დოლარს უტოლდება.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. კომპანია Alphabet-მა, რომლის შვილობილებიც არიან კორპორაცია Google, Androidდა YouTube, ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში Apple ჩაანაცვლა და პირველ ადგილზე გავიდა, — იუწყება „რია ნოვოსტი“ ტელერადიოკორპორაცია „ბი-ბი-სი-ზე“ დაყრდნობით.

კომპიუტერი - Sputnik საქართველო
ინტერნეტში ,,თავშეყრილი მარტოობა“ და ქსელში ჩართული საქართველო
 

Alphabet-მა Apple-ს ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაცმიღებული მოგების კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. მისი წმინდა მოგება 2015 წლის მეოთხე კვარტალში, ანგარიშის თანახმად, წელიწადში 200 მლნ დოლარით გაიზარდა და 4.9 მლრდ დოლარი შეადგინა. ვაჭრობის დახურვის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 9%-ით გაიზარდა. 

Alphabet-ის ღირებულება დაახლოებით 568 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო Apple-სა —535მლრდ დოლარს. 

კორპორაცია Google—Android-ისადაYouTube-სსაძიებო სისტემებით, 2015 წლის 2 ოქტომბერს შევიდა ჰოლდინგში Alphabet, რომელმაც GoogleLifeSciences, Calico, SidewalkLabs, Nest, GoogleVentures, GoogleCapitalდა Google X-ზე კონტროლი მოიპოვა. Google-ს თანადამფუძნებლებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა Alphabet-ში გენერალური დირექტორისა და პრეზიდენტის პოსტები დაიკავეს — შესაბამისად. 


ყველა ახალი ამბავი
0