ყირგიზეთში ყარაულმა ეროვნული გვარდიის ორ სერჟანტს ცეცხლი გაუხსნა

© photo: Sputnik / Vladimir Pirogov / გადასვლა მედიაბანკშიყირგიზეთის შსს-ს სპეცოპერაცია
ყირგიზეთის შსს-ს სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყარაულზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამხედრო პროკურატურის გამომძიებლები მუშაობენ.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ორი ჯარისკაცი ყარაულს დაესხა თავს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა, განაცხადა ეროვნული გვარდიის აღმზრდელობითი ნაწილის სამმართველოს უფროსმა ტაალაიბეკ მირზაბაევმა, იუწყება სააგენტო „Sputnik ყირგიზეთი“.

მანამდე გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დღეს დილით ორ სამხედრო მოსამხურეს ესროლეს.

მირზაბაევის განცხადებით, ყარაულზე თავდამსხმელები სერჟანტები არიან. ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორე კი ჩატარებული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამხედრო პროკურატურის საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს.


ყველა ახალი ამბავი
0