ჩინეთში საახალწლო პიროტექნიკის აფეთქებამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Pavel Lisicyn / გადასვლა მედიაბანკშიპიროტექნიკა
პიროტექნიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი გაჩნდა საწყობში, რომელშიც უკანონოდ დამზადებული პიროტექნიკის საშუალებები ინახებოდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

თბილისი, 28 დეკემბერი  — Sputnik. ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში საახალწლო პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტი „რია ნოვოსტი“ სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით.

სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი ხენანის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით,  საწყობში უკანონოდ დამზადებული პიროტექნიკის საშუალებები ინახებოდა.

აფეთქების შედეგად ოთხმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძეიბა.


ყველა ახალი ამბავი
0