ქაბულში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 13 კი დაშავდა

გამოწერა
თვითმკვლელმა -ტერორისტმა აეროპორტის აღმოსავლეთით დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik.  ორშაბათს, დილით, ქაბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო მ“რია ნოვოსტი“ სააგენტო „ასოშეიტედ პრესზე“ დაყრდნობით.

შს სამინისტროს წარმომადგენლის სედიქ სექდიქის განცხადებით, თვითმკვლელმა —ტერორისტმა აეროპორტის აღმოსავლეთით დანაღმული ავტომობილი ააფეთქა, იუწყება სააგენტო Khaama. 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის სამი ქალი, დაშავდა.


ყველა ახალი ამბავი
0