17:21 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ეგეოსის ზღვა

ეგეოსის ზღვაში მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა

© Sputnik/ Юрий Кавер
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
2 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, გემი საბერძნეთის კუნძულ კალიმნოსკენ მიცურავდა, თურქეთის სანაპირო დაცვამ 14 ადამიანის გადარჩენა შეძლო.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ეგეოსის ზღვაში, თურქეთის სანაპიროებთან, მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, გემი საბერძნეთის კუნძულ კალიმნოსკენ მიცურავდა, თურქეთის სანაპირო დაცვამ 14 ადამიანის გადარჩენა შეძლო.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში 985 312 მიგრანტი და ლტოლვილი ჩავიდა. ყველაზე მეტი მიგრანტი — 800 ათასზე მეტი — საბერძნეთმა მიიღო. ამასთან, ევროპაში უკეთესი და მშვიდობიანი ცხოვრების პირობებისთვის მაძიებელი 3,7 ათასი მიგრანტი, გზაში გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა.


მთავარი თემები